„ნუ მოჭრი – მორთე“ – საქართველოში წინასაახალწლო კამპანია იწყება

© Photo: eiecgovge / FB„ნუ მოჭრი – მორთე" –წინასაახალწლო კამპანია იწყება
„ნუ მოჭრი – მორთე –წინასაახალწლო კამპანია იწყება - Sputnik საქართველო
გამოწერა
კამპანიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ სკვერებში, ბაღებში, პარკებსა და სხვა ტერიტორიებზე შეარჩიონ ადგილი და ნაძვის ხე თავად მორთონ.

თბილისი, 6 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო იწყებს მასშტაბურ საინფორმაციო კამპანიას „ნუ მოჭრი – მორთე“, ნათქვამია გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის Facebook–გვერდზე.

კამპანიის მთავარი მიზანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენცია და ბუნების დაცვის კუთხით საზოგადოების ცნობიერების ამაღლება.

კამპანიის მონაწილეებს საშუალება ექნებათ სკვერებში, ბაღებში, პარკებსა და სხვა ტერიტორიებზე შეარჩიონ ადგილი და ნაძვის ხე თავად მორთონ. კამპანიაში ჩართვა შეიძლება როგორც თბილისში ისე რეგიონებში. 

ნაძვის ხე - Sputnik საქართველო
ახალი ნაძვის ხე და დეკორაციები – თბილისი ახალი წლისთვის ემზადება

როგორც ცენტრში აღნიშნავენ, თუ საქართველოს ერთი მილიონი ოჯახი ცოცხალი ნაძვის ხის დადგმას მოისურვებს, მაშინ 700 ჰექტარ მიწის ნაკვეთზე მილიონი ხე უნდა მოიჭრას.

700 ჰექტარ ფართობზე წიწვოვნების გაჩეხვა ფასდაუდებელი დანაკარგია ქვეყნის ბუნებისთვის, აღნიშნავენ სპეციალისტები. განსაკუთრებით იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ წიწვოვნების ზრდას 100-120 წელი სჭირდება.

2018 წლის ივლისის ბოლოს საქართველოს ხელისუფლებამ ხეტყის უკანონო ჩეხვასთან უკომპრომისო ბრძოლის დაწყება დააანონსა და განაცხადა, რომ ხელისუფლება იქნება შეუვალი იმ პირების მიმართ, ვინც ტყეს ჩეხავს ან მფარველობს მსგავს დანაშაულს.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს თანამშრომლებმა მხოლოდ ერთ თვეში, მიმდინარე წლის ოქტომბერში ხეტყის უკანონო ჭრისა და ტრანსპორტირების 594 შემთხვევა გამოავლინეს, მათგან 16 სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავდა. კანონდარღვევის ყველზე მეტი ფაქტი გამოვლინდა კახეთში – 237, ყველაზე ნაკლები კი თბილისში – მხოლოდ ერთი ფაქტი.

საქართველოს ტყის ფონდი 2,9 მილიონ ჰა ფართობს იკავებს, საიდანაც 2,7 მილიონი ჰექტარი დაფარულია ტყეებით, რომლებიც ქვეყნის საერთო ტერიტორიის 40%-ს შეადგენს.

ყველა ახალი ამბავი
0