რთულმა მეტეოროლოგიურმა პირობებმა საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

© photo: Sputnikუამინდობა საქართველოში
უამინდობა საქართველოში - Sputnik საქართველო
გამოწერა
ინტენსიური თოვის გამო ნაქერალას უღელტეხილზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

თბილისი, 4 დეკემბერი – Sputnik. საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის საავტომობილო გზებზე რთული მეტეოროლოგიური პირობების გამო ტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია, ნათქვამია საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ვებ-გვერდზე გავრცელებულ განცხადებაში. 

გაწმენდითი სამუშაოები - Sputnik საქართველო
უამინდობამ საქართველოს გზებზე პრობლემები შექმნა

უწყების ცნობით, დიდთოვლობის და ზვავსაშიშროების გამო ზუგდიდი–ჯვარი–მესტია–ლასდილის საავტომობილო გზის 186-198 კმ (უშგული–ლასდილი) მონაკვეთზე აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ამას გარდა, თოვლის გამო ლახამულა–უშგულის მონაკვეთზე (100-186 კმ) აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის და 30 ადგილზე მეტი ტევადობის ავტობუსების მოძრაობა. ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დასაშვებია მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვების გამოყენებით. ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

რაც შეეხება უშგული–ლასდილის საავტომობილო გზის 1-100 კმ მონაკვეთს, ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ინტენსიური თოვის გამო პრობლემები შეიქმნა ნაქერალას უღელტეხილზეც. კერძოდ, ქუთაისი(მოწამეთა)–ტყიბული–ამბროლაურის საავტომობილო გზის 39-60 კმ (ნაქერალას უღელტეხილი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

გზის დანარჩენ მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ყველა ახალი ამბავი
0