როდის შეიწყალებს სალომე ზურაბიშვილი პატიმრებს

© Pixabay / MarcelloRabozziციხე
ციხე - Sputnik საქართველო
გამოწერა
18 სექტემბერს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ გამოცხადებული მორატორიუმი პატიმართა შეწყალებაზე N556 ბრძანებულების გამოცემით და შეწყალების პროცედურების გამკაცრებით დასრულდა, თუმცა შეიწყალებს თუ არა პრეზიდენტი საახალწლოდ პატიმრებს, ჯერ უცნობია.

ამბობენ, რომ ეს პროცესი მალე განახლდება. ბრძანებულებაში არაფერია ნათქვამი შეწყალების კომისიის შექმნაზე, რომელსაც ასე ითხოვდა სამოქალაქო საზოგადოება. შესაბამისად, შეწყალების საქმეებს პრეზიდენტის ადმინისტრაცია შეისწავლის და არა საზოგადოების წევრებისგან დაკომპლექტებული კომისია. და კიდევ – დაახლოებით ერთ წელიწადში, 2021 წლის 1 იანვრისთვის დაგეგმილია ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნა იმ პირთა შესახებ, ვინც პრეზიდენტს შეწყალების თხოვნით მიმართავს.

საქართველოს პრეზიდენტის N556 ბრძანებულება უკვე შევიდა ძალაში, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეზიდენტის ადმინისტრაცია უკვე შეუდგება მორატორიუმის დროს შეჩერებული საქმეების განხილვას და, შესაძლოა, საშობაოდ პრეზიდენტმა ისევ განაახლოს პროცესი და გამოსცეს შეწყალების აქტები. მასმედიის ინფორმაციით, საახალწლოდ შეწყალება განახლდება და პრეზიდენტი რამდენიმე პირს შეიწყალებს, თუმცა პროცედურები ძალიან გამკაცრებულია.

თბილისის მერი კახა კალაძე - Sputnik საქართველო
წავა თუ არა კახი კალაძე ოპოზიციაში?

მასმედიაში გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, თითქოს შეწყალების პროცესი 2021 წლის 1 იანვრამდე შეჩერდა, იმ უბრალო მიზეზის გამო არ შეესაბამება სიმართლეს, რომ ბრძანებულებაში გარკვევით წერია, რომ ეს მუხლი ეხება არა შეწყალების პროცესს, არამედ ერთიანი ელექტრონული ბაზის შექმნას და ამ მუხლის გარდა ყველა მუხლი გამოქვეყნებისთანავე შედის ძალაში. მუხლი 3, მე-7 პუნქტი: „შეწყალების საკითხთა განხილვისა და გადაწყვეტისათვის საჭირო დოკუმენტაციის ერთიანი აღრიცხვისა და შესაბამის მონაცემთა ბაზის ფორმირების მიზნით იქმნება საქმის წარმოების სპეციალური ელექტრონული პროგრამა, რომელშიც შეტანილი უნდა იქნეს ამ მუხლით გათვალისწინებული სრული ინფორმაცია შეწყალების მსურველი თითოეული მსჯავრდებულის შესახებ". უფრო მეტიც, პრეზიდენტის ადმინისტრაცია აპირებს, 2018 წლის 1 ოქტომბრამდე შესულ ყველა განცხადებაზე პასუხი ახალი წლის დადგომამდე, 1 იანვრამდე გასცეს, რაც, რა თქმა უნდა, კონფიდენციალურად ეცნობებათ მსჯავრდებულებს.

საზოგადოებაში დიდ ინტერესს იწვევს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების საკითხი. ჩვენი ინფორმაციით, მართალია, შუამდგომლობა საპატრიარქოდან გადაგზავნილია, მაგრამ პრეზიდენტი მას იმ უბრალო მიზეზით ვეღარ განიხილავს, რომ დეკანოზის საქმე უკვე აღარ აკმაყოფილებს ახალი ბრძანებულების პირობებს, ანუ გიორგი მამალაძეს არ აქვს მოხდილი სასჯელის 2/3. თუმცა, მეორე მხრივ, ამავე ბრძანებულების თანახმად, პრეზიდენტს აქვს გამონაკლისის დაშვებისა და ნებისმიერი პირის შეწყალების უფლება.

ოპოზიცია აქციებზე - Sputnik საქართველო
რისთვის იბრძვის ხელისუფლება და ოპოზიცია?

ბრძანებულებაში აისახა როგორც საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებთან კონსულტაციების შედეგები, ასევე იმ კრიტიკის გამოძახილიც, რომ პრეზიდენტი არ თანამშრომლობდა იუსტიციის სამინისტროსთან. ახლა პრეზიდენტის ადმინისტრაცია, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ინფორმაციას გამოითხოვს იუსტიციის სამინისტროდან. ასევე შეწყალების თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე, შესაძლოა, კონსულტაციები გაიაროს შესაბამის უწყებებთან და დარგის სპეციალისტებთან.

ახლა კი იმ პატიმართა საყურადღებოდ, რომელთაც მორატორიუმის ამოქმედებამდე ჰქონდათ წარდგენილი თხოვნა შეწყალების შესახებ: 1 ოქტომბრიდან 26 ნოემბრამდე, ანუ ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე მიღებული განცხადებები განიხილება, თუ ისინი პრეზიდენტის 2014 წლის ბრძანებულებას აკმაყოფილებენ, გარდა იმ საქმეებისა, რომლებიც დაკავშირებულია არაადამიანურ მოპყრობასთან, ოჯახურ დანაშაულთან, არასრულწლოვნის, პოლიციელის, გამომძიებლის, პროკურორის, მოსამართლის მიმართ. პარალელურად კანონი მკაცრდება სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომელთა მიმართ, თუ ისინი სასჯელს ადამიანის წამებისთვის იხდიან.

ადრე მოქმედი დებულებით, თუ პირს მისჯილი ჰქონდა უვადო პატიმრობა და 15 წელი გაატარა ციხეში, შეეძლო პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნით მიემართა. ახალი ცვლილებით კი პრეზიდენტი არ განიხილავს იმ პირის შეწყალების საკითხს, ვისაც შეფარდებული აქვს უვადო პატიმრობა და მოხდილი არა აქვს 20 წელი.

პრეზიდენტი არ განიხილავს აგრეთვე იმ პირის საქმეს, რომელიც მსჯავრდადებულია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულში, შეფარდებული აქვს 5 წელზე მეტი და მოხდილი არა აქვს ვადის 2/3. ძველი წესით ასეთ პატიმარს მოხდილი უნდა ჰქონოდა ვადის ნახევარი. შედარებით შემსუბუქდა მდგომარეობა ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულთათვის: 5 წლამდე თავისუფლებააღკვეთილ პირს მოხდილი უნდა ჰქონდეს სასჯელის ვადის 1/4, წინა დებულებით – 1/3. თუ პირი მსჯავრდებული იყო ადრე და ნასამართლეობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული და არა აქვს მოხდილი სასჯელის ვადის 2/3, საქმეს პრეზიდენტი არ განიხილავს.

მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო
ქართული პოლიტიკის შუქ-ჩრდილები თბილისსა და კიევში, ანუ ვის სწყალობს წმიდა გიორგი

ისეთ მსჯავრდებულს, რომელიც ამნისტიით ან შეწყალებით გათავისუფლდა და ნასამართლეობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, მოხდილი უნდა ჰქონდეს სასჯელის ვადის 2/3. თუ მსჯავრდადებული სასჯელისგან გათავისუფლდა პირობით ვადამდე და ნასამართლობის გაქარწყლებამდე ან მოხსნამდე კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული, პრეზიდენტს შეიძლება შეწყალება სთხოვოს სასჯელის ვადის 2/3-ის მოხდის შემდეგ.

პრეზიდენტი არ განიხილავს იმ პირთა საკითხს, რომელთა საქმის განხილვა არ არის დასრულებული საქართველოს სამივე ინსტანციის სასამართლოში, ან თუ არ არის გასული ზემდგომი ინსტანციის სასამართლოში გასაჩივრების ვადა.

პრეზიდენტისთვის შეწყალების თხოვნის უფლება აქვს იმ პირს, რომელიც მსჯავრდებულია საქართველოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოში; ასევე იმ პირს, რომელიც მსჯავრდებულია უცხო სახელმწიფოს სასამართლოს მიერ და სასჯელს იხდის საქართველოში.

თუ მსჯავრდებულს ერთხელ უარი ეთქვა შეწყალებაზე, შეუძლია 6 თვის შემდეგ ისევ მიმართოს პრეზიდენტს.

თუ პრეზიდენტი მსჯავრდებულს შეიწყალებს, განკარგულება შესასრულებლად დაუყოვნებლივ ეგზავნება პენიტენციურ სამსახურს, არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის სააგენტოს და შსს-ს. უარის შემთხვევაში პენიტენციარულ სამსახურს პასუხი ეგზავნება პრეზიდენტის გადაწყვეტილებიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღისა.

თბილისის ქუჩებში - Sputnik საქართველო
IRI-ს კვლევები თვალის ერთი გადავლებით – რაზე მიუთითებს სოციოლოგია

თითქმის იგივე რჩება პრეზიდენტისთვის შეწყალების საქმის წარდგენის პროცედურა და შემამსუბუქებელი გარემოებები. კვლავ დიდი ყურადღება ეთმობა მონანიებას, დახასიათებას სასჯელის მოხდის ადგილიდან, დაზარალებულისთვის ზიანის ანაზღაურებას და მის პოზიციას.

მორატორიუმის გაუქმებას და ბრძანებულების ძალაში შესვლას დადებითად აფასებს მმართველი პარტია.

ოპოზიცია კი ფიქრობს, რომ პრეზიდენტს საკმარისი ავტორიტეტი არა აქვს პატიმართა შესაწყალებლად და მისი მთავარი შეცდომა თუ დანაშაული იყო, როცა პოლიციელის მკვლელობასა თუ პედოფილიაში ბრალდებული ადამიანები შეიწყალა.

ასეა თუ ისე, ქართული კანონმდებლობა ამ მხრივ ნელ-ნელა ევროპულთან მოდის შესაბამისობაში, რადგან არც ასობით ადამიანის შეწყალებაა ნორმალური, როგორც ამას სააკაშვილი აკეთებდა და არც საერთოდ ამ უფლებისა და იმედის გარეშე პატიმრების დატოვება.

ყველა ახალი ამბავი
0