რას აცხადებენ პრეზიდენტის ადმინისტრაციაში დეკანოზ მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით

© Sputnik / Vladimir Umikashviliპრეზიდენტის რეზიდენცია
პრეზიდენტის რეზიდენცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს საპატრიარქომ პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების შუამდგომლობით 8 ნოემბერს მიმართა

თბილისი, 2 დეკემბერი - Sputnik. პრეზიდენტის ადმინისტრაცია დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალებასთან დაკავშირებით ზეწოლის არსებობას უარყოფს, იუწყება ტელეკომპანია Imedi.

კალაძე: რა გავაკეთო, ანაფორა არ მაცვია და არ ვიცი დეტალები >>

ადმინისტრაციაში აცხადებენ, რომ დეკანოზ გიორგი მამალაძის  შეწყალებასთან დაკავშირებით არსებული ყველანაირი სპეკულაცია, თითქოს საქართველოს პრეზიდენტზე სხვადასხვა მიმართულებით ზეწოლა მიმდინარეობს, სიმართლეს არ შეესაბამება.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია განცხადებაში ასევე ადასტურებს, რომ შეწყალებასთან დაკავშირებული შუამდგომლობა საქართველოს საპატრიარქოდან მიმდინარე წლის 8 ნოემბერს მიიღო.

„მსჯავრდებულთა საქმეების განხილვა მიმდინარეობს შეწყალების ახალი წესის შესაბამისად“, - აღნიშნულია განცხადებაში.
გიორგი მამალაძის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო
მეუფე ნიკოლოზი: მგონია, რომ პრეზიდენტი გიორგი მამალაძეს შეიწყალებს

დეკანოზი გიორგი მამალაძე 2017 წლის 10 თებერვალს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დააკავეს, საიდანაც ის გერმანიაში უნდა გაფრენილიყო. მამალაძეს ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მდივან-რეფერენტ შორენა თეთრუაშვილის მკვლელობის მომზადებისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვისთვის.

მიმდინარე წლის 31 ოქტომბერს გამართულ წმინდა სინოდის რიგგარეშე სხდომაზე გადაწყდა, რომ საქართველოს საპატრიარქო ქვეყნის პრეზიდენტს დეკანოზ გიორგი მამალაძის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

სალომე ზურაბიშვილის მიერ 28 აგვისტოს შეწყალებულთა სიის გასაჯაროებას, რომელთა შორის მკვლელები, ნარკორეალიზატორები და პედოფილიისთვის გასამართლებულები აღმოჩნდნენ, ქვეყანაში სკანდალი მოჰყვა. სკანდალის ფონზე პრეზიდენტმა განაცხადა, რომ შეწყალების ამჟამინდელი წესები გადახედვას საჭიროებს და შეწყალების პროცესზე მორატორიუმი გამოაცხადა, რაც ოპოზიციამ კონსტიტუციის დარღვევად შეაფასა.

ნინო ბურჯანაძე: შეწყალების წესი ცვლილებებს არ საჭიროებდა >>

​რამდენიმე დღის წინ საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ შეწყალების ახალ წესზე მუშაობა დაასრულა. შეწყალების ახალი წესით დადგინდა მძიმე და განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა შეწყალების საქმეების განხილვის კრიტერიუმები, გამარტივდა ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის მსჯავრდებულ პირთა საქმეების განხილვის პირობები.

ყველა ახალი ამბავი
0