Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ეკა კახიანის მაღალჩინოსანი ქმარი, რომელთან ერთადაც საზოგადოებაში არასდროს ჩნდება - ფოტოები

© photo: Eka Kakhiani / FBეკა კახიანი
ეკა კახიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მომღერალი და მსახიობი ეკა კახიანი სამი შვილის დედაა. ასევე ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ეკას, რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილისგან შეეძინა, მეორე ქმართან ერთად კი ეკა თითქმის არასდროს ჩნდება საზოგადოებაში

მსახიობ იმედო კახიანის ოჯახის მიმართ საზოგადოებას განსაკუთრებული ინტერესი აქვს. ამას ის ფაქტი განაპირობებს, რომ ოჯახის თითქმის ყველა წევრი პოპულარულია. საზოგადოების განსაკუთრებული ინტერესის მიუხედავად, იმედო კახიანის ქალიშვილი, მსახიობი და მომღერალი ეკა კახიანი, წლებია პირადი ცხოვრების დეტალების გასაიდუმლოებას წარმატებით ახერხებს.

ეკა ნაადრევ ასაკში რეჟისორ ერეკლე ბადურაშვილზე დაქორწინდა, რომელთანაც ქალიშვილი, ყველასთვის ცნობილი მომღერალი ნინი ბადურაშვილი ჰყავს. პირველი ქორწინება წარუმატებელი აღმოჩნდა და ერეკლესთან დაშორების შემდეგ, ეკამ ნიკო თოფურიძეზე იქორწინა.

ნიკო თოფურიძეს და ეკა კახიანს, ორი უმშვენიერესი ქალიშვილი, ქეთო და ანასტასია ჰყავთ. წყვილს ორი საერთო შვილიშვილიც ჰყავს, რომელთაგან უფროსს იმედო კახიანის გარდაცვლილი ვაჟის, ლადოს სახელი ჰქვია.

ნიკო თოფურიძეზე აქამდე მხოლოდ ის იყო ცნობილი, რომ ის ბიზნესმენია, რა ბიზნესს ფლობს უცნობია. რამდენიმე წლის წინ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ წყვილი დაშორდა, თუმცა ამაზე კომენტარი ეკა კახიანს არასდროს გაუკეთებია. როგორც ჩანს, ხმები მათი დაშორების შესახებ მხოლოდ ჭორი იყო და წყვილს ულამაზესი ოჯახი აქვს.

ნიკო თოფურიძე, რამდენიმე წლის წინ, ბიზნესიდან პოლიტიკაში წავიდა და „ქართული ოცნების“ რიგებს შეუერთდა. ის ხარაგაულის გამგებელი გახლავთ. საკუთარი საქმიანობიდან გამომდინარე, თოფურიძე დროის უმეტეს ნაწილს მშობლიურ ხარაგაულში ატარებს. ნიკო თოფურიძე თავის დროზე, ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა წარადგინა.

ყველა ახალი ამბავი
0