Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

შუა ქუჩაში კოცნის და ეხუტება – ნატალია ყიფშიძე შეყვარებულთან ერთად ვნებიან ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Natalia Kipshidze / FBნატალია ყიფშიძე
ნატალია ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ყველასათვის ცნობილი გიორგი და კრისტი ყიფშიძეების ქალიშვილს საზოგადოება ბავშვობიდან განიხილავს. ნატალია ყიფშიძე შეყვარებულია. სიმპათიურმა ბიჭმა ნატალიას მეგობრების ყურადღება მიიქცია.

მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახის მიმართ ყურადღება არასდროს წყდება. მით უმეტეს, მის ოჯახში ახალი თაობა იზრდება, რომელთაც უკვე არანაკლებად იცნობენ. ზურა ყიფშიძეს ორი შვილი – გიორგი და ლენუკა ჰყავს. და-ძმა ნაადრევად დაოჯახდა და ახლა ერთი ასაკის შვილები ჰყავთ. ლენუკა ყიფშიძე ეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება და მის ოჯახს ნაკლებად იცნობენ. გიორგი კი სკანდალებითა და ქარიზმატულობით აღსავსეა და მისი ნატალიაც მამას დაემსგავსა. გოგონამ სკოლა დაამთავრა და სტუდენტიც გახდა.

ნატალიას ბავშვობიდან მსახიობობა სურდა, მაგრამ აბიტურიენტობისას გადაწყვეტილება შეიცვალა. ყიფშიძეების ქალიშვილმა მომავალი ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სფეროს დაუკავშირა. გოგონას მიერ გამოქვეყნებულ ყველა პოსტს დიდი გამოხმაურება მოსდევს. მისი ბანკეტი, დაბადების დღე, ან მეგობრებთან ჩვეულებრივი გასეირნება თანატოლების დიდ მოწონებას იმსახურებს.

ნატალია ყიფშიძე შეყვარებულია. მისი რჩეული გიორგი მდივანია. წყვილი ერთმანეთს დიდ დროს უთმობს და სოციალური ქსელიც მათი ფოტოებით აჭრელებულია. ცოტა ხნის წინ ნატალიამ Instagram-ის „სთორიში“ შეყვარებულთან ერთად გადაღებული მორიგი ფოტო დადო, სადაც მას შუა ქუჩაში ვნებიანად კოცნის და ეხუტება.

რამდენიმე დღის წინ ნატალია და მისი პოპულარული დედა ქორწილში ერთად იმყოფებოდნენ. უცნობია, ვინ არის პატარძალი ცნობილი ქართველების ოჯახისთვის, მაგრამ დედა-შვილმა დაუვიწყარი დრო გაატარა. ამაზე კრისტის და ნატალიას გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეოებიც მეტყველებს. ქორწილის მთავარ გმირს – პატარძალს წითელი თავსაბურავი ემოსა, რამაც ბევრი ადამიანის გაურკვევლობა გამოიწვია. მას სახე არ უჩანდა და საზოგადოებას პატარძალი ნატალია ყიფშიძე ეგონა.

ყველა ახალი ამბავი
0