Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ერეკლეს გარდაცვალების დროს გავითიშე...“ – ლალი ბადურაშვილი შვილის გარდაცვალებას იხსენებს

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი და ერეკლე ბადურაშვილები
ნინი და ერეკლე ბადურაშვილები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რე­ჟი­სო­რი ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი მოულოდნელად, 57 წლის ასაკ­ში, 2019 წლის მარტში გარ­და­იც­ვა­ლა. ლალი ბადურაშვილი ამბობს, რომ მისი შვილი გადარჩებოდა, წინა დღეს რომ კლინიკაში მისულიყო.

მსახიობმა ლალი ბადურაშვილმა გადაცემა „სხვა რაკურსში“ საკუთარ ტრაგედიაზე ისაუბრა და ის დღე გაიხსენა, როდესაც შვილის ერეკლე ბადურაშვილის გარდაცვალების შესახებ შეიტყო.

„ერეკლეს გარდაცვალების დროს გავითიშე. დასაფლავებიდან რეანიმაციაში წამიყვანეს. ერთი კვირა ჰქონდა ფილმის დასასრულებლად დარჩენილი. ქართულ-თურქული ფილმია, შემდეგ პროდიუსერმა და ჯგუფმა დაასრულა ეს ფილმი“, – ამბობს ლალი ბადურაშვილი.

მისი თქმით, ცნობილ რეჟისორს ორმხრივი ფილტვების ანთება დაემართა და წინა დღეს რომ წასულიყო საავადმყოფოში, გადარჩებოდა. „მტერი რომ არის, იმასაც კი არ ვუსურვებ, ეს ისეთი რამეა“, – ამბობს მსახიობი.

რე­ჟი­სო­რი ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი 57 წლის ასაკ­ში, 2019 წლის მარტში გარ­და­იც­ვა­ლა. ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვილ­მა 1983 წელს და­ამ­თავ­რა თბი­ლი­სის შოთა რუს­თა­ვე­ლის სა­ხე­ლო­ბის თე­ატ­რა­ლუ­რი ინ­სტი­ტუ­ტის სა­რე­ჟი­სო­რო ფა­კულ­ტე­ტი. მისი რე­ჟი­სო­რო­ბით გა­და­ღე­ბუ­ლია ფილ­მე­ბი „ავ­ტო­პორ­ტრე­ტი“ (1987), „ცოდ­ვის დღე­სას­წა­უ­ლი“ (1990), „თბი­ლი­სი ჩემი სახ­ლია“ (1994), „კი­დევ ერთი ქარ­თუ­ლი ის­ტო­რია“ (2003); სცე­ნა­რის ავ­ტო­რია ფილ­მე­ბისა „ავ­ტო­პორ­ტრე­ტი“, „ცოდ­ვის დღე­სას­წა­უ­ლი“.

ერეკ­ლე ბა­დუ­რაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი მსა­ხი­ო­ბის ლალი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის ვაჟი და მომ­ღე­რალ ნინი ბა­დუ­რაშ­ვი­ლის მამა იყო. 2017 წელს ბა­დუ­რაშ­ვილ­მა და­ი­წყო ახა­ლი ფილ­მის – „ხი­დის“ გა­და­ღე­ბა, რო­მე­ლიც პირ­ვე­ლი ქარ­თულ-თურ­ქუ­ლი მხატ­ვრუ­ლი ფილ­მია. გა­და­ღე­ბე­ბი ბა­თუმ­ში, თბი­ლის­სა და სტამ­ბულ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ფილმში მთავარ როლს ნინი ბადურაშვილი ასრულებს.

ყველა ახალი ამბავი
0