Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შარშან ამ დროს ვერც კი ვიფიქრებდი...“ – ნოე სულაბერიძის ემოციური მილოცვა მეუღლეს

© Photo: Janet Kerdikoshvili / FBნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი
ნოე სულაბერიძე და ჯანეტ ქერდიყოშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილი მოდელი, უფრო მეტად ცნობილი ნოე სულაბერიძესთან დაქორწინების შემდეგ გახდა. პროდიუსერის მესამე ცოლი დიდ ინტერესს იწვევს. საქართველოში მათ ერთ-ერთ გამორჩეულ წყვილად მიიჩნევენ.

ცნობილი პროდიუსერი ნოე სულაბერიძე სოციალურ ქსელში დიდი აქტუალურობით გამოირჩევა. პოპულარულმა და ნიჭიერმა პროდიუსერმა რამდენიმე თვის წინ ყველასთვის მოულოდნელად მესამე ცოლი მოიყვანა. მისი რჩეული სკანდალური განცხადებებით გამოირჩეოდა. ამჟამად მოდელი ჯანეტ ქერდიყოშვილი ნოე სულაბერიძისგან პირველ შვილს ელოდება, ხოლო ნოესთვის ეს მესამე შვილი იქნება.

ამ ახალ წყვილზე თბილისში ყველა საუბრობს. ნოე სულაბერიძის მორიგი დაოჯახება მეგობრებისთვის დიდი სიურპრიზი აღმოჩნდა. ახალდაქორწინებულების ურთიერთობა ძალიან სწრაფად განვითარდა და ახლა პატარა ანგელოზის მოლოდინში არიან. საქმიანი და გადატვირთული გრაფიკის მიუხედავად ნოე და ჯანეტი დროს ერთად ხშირად ატარებენ. გარდა ამისა, ჯანეტი „პრაიმ შოუს“ გადაღებებს აქტიურად ესწრება.

მიუხედავად იმისა, რომ ნოეს მექალთანე მამაკაცად მიიჩნევენ და მისი ყოფილი ოჯახები არც ისე მყარი გამოდგა, ჯანეტთან ურთიერთობამ ნოე შეცვალა. სოციალურ ქსელში დასმულ კითხვებს პროდიუსერი დიდი სიყვარულითა და გულის ამაჩუყებელი სიტყვებით პასუხობს, განსაკუთრებით კი ჯანეტის ფეხმძიმობაზე.

ჯანეტს წამოზრდილი მუცელი და ორსულობა ძალიან უხდება. ნოეს თქმით, ამ მდგომარეობაშიც უსაყვარლესია. ამის შესახებ მან საკუთარ Instagram-ზე დაწერა. ბევრი თაყვანისმცემელი მათ გარეგნულ მსგავსებას ამჩნევს და აღნიშნავენ, რომ ნოე და ჯანეტი და-ძმას უფრო ჰგვანან, ვიდრე ცოლ-ქმარს.

ნოე სულაბერიძემ მეუღლეს დაბადების დღე ემოციური სიტყვებით მიულოცა. „შარშან ამ დროს ვერც კი ვიფიქრებდი, რომ ჩემი ცხოვრება ერთ წელიწადში ასეთი დოზით გაფერადდებოდა. მადლობა, რომ შენი არსებობით მილამაზებ ყოველ დღეს!.. და, რა თქმა უნდა, დაბადების დღეს გილოცავ“, – წერს პროდიუსერი Instagram-ზე და ჯანეტის ფოტოს აქვეყნებს.

ყველა ახალი ამბავი
0