UNICEF: საქართველოში 12 ათასი ბავშვი სკოლაში არ დადის

© photo: Sputnik / Alexey Kudenko / გადასვლა მედიაბანკშიგოგონას სძინავს გაკვეთილზე
გოგონას სძინავს გაკვეთილზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
საგანმანათლებლო სისტემაში სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვების ჩართვისა და მათი სწავლის შედეგების გაუმჯობესების მიზნით საქართველოში ორწლიანი პროგრამა დაიწყო.

თბილისი, 26 ნოემბერი - Sputnik. საქართველოში 12 ათასი ბავშვი საგანმანათლებლო სისტემის მიღმაა დარჩენილი, იუწყება საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) ინფორმაციაზე დაყრდნობით.

თამარ გაგოშიძე - Sputnik საქართველო
გაგოშიძე: საქართველოში ბევრი ბავშვი შიმშილობს, ვინც არ შიმშილობს, ისიც არასწორად იკვებება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ცნობით, სკოლის მიღმა დარჩენილი ყველაზე დაუცველი ბავშვებისა და მოზარდებისთვის ხარისხიანი განათლების მიღების მიზნით საქართველოში ორწლიანი პროგრამა დაიწყო. პროგრამას განათლების სამინისტრო ბულგარეთის მთავრობასთან და გაეროს ბავშვთა ფონდთან პარტნიორობით ახორციელებს.

ორწლიანი პროექტი სკოლის მიღმა დარჩენილი ბავშვებისთვის სპეციალური მხარდამჭერი პროგრამის შემუშავებას ითვალისწინებს, რომელიც პირველ ეტაპზე 15 სკოლაში და ექვს დღის ცენტრში დაინერგება. საპილოტე პროექტის წარმატებით დასრულების შემთხვევაში განათლების მეორე შანსის პროგრამები დაინერგება საქართველოს ყველა სკოლაში.

„ჩვენ, UNICEF-ი – გაეროს ბავშვთა ფონდი და ბულგარეთის მთავრობა მჭიდროდ ვთანამშრომლობთ იმისათვის, რომ ბავშვებმა შეძლონ სკოლაში სიარული, რადგანაც ამჟამად საქართველოში 12 ათასი ბავშვი სკოლაში არ დადის. ჩვენ მოვუწოდებთ განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, რომ ჩვენთან თანამშრომლობით, ანუ UNICEF-სა და ბულგარეთის მთავრობასთან თანამშრომლობით, მაქსიმალურად შევძლოთ დახმარება იმ ბავშვებისა, რომლებმაც უნდა განაგრძონ განათლების მიღება სკოლაში“, – განაცხადა გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა საქართველოში ჰასან ხალილმა.

Unicef-ის საგანგაშო დასკვნა - საქართველოში ყოველი მეხუთე ბავშვი შიმშილობს >>

პროექტის დაწყების აღსანიშნავად ბულგარეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში და საქართველოში გაეროს ბავშვთა ფონდის წარმომადგენელმა, საქართველოს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად, ერთ-ერთი საპილოტე სკოლა და დღის ცენტრი მოინახულეს.

 

ყველა ახალი ამბავი
0