საქართველოში კერძო სამედიცინო დაზღვევით სულ უფრო მეტი ადამიანი სარგებლობს

CC BY 2.0 / JD Lasica / Stethoscopeსტეტოსკოპი
სტეტოსკოპი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს მოსახლეობის 16%, ანუ 593 814 ადამიანი სარგებლობს კერძო სამედიცინო დაზღვევით, რაც გასული წლის მონაცემზე 40 ათასით მეტია.

თბილისი, 25 ნოემბერი — Sputnik. საქართველოში, 2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, კერძო სამედიცინო დაზღვევით 593 814 ადამიანი სარგებლობს, გასული წლის ანალოგიური პერიოდში ეს მაჩვენებელი 553,675-ს შეადგენდა, იუწყება საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური.

საქართველოში უცხოურნომრიანი ავტომობილების დაზღვევა სავალდებულო გახდა>>

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებულ სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვის თანახმად, კერძო სადაზღვევო კომპანიებში დაზღვეულთა რიცხვი, 2019 წლის 9 თვის მონაცემებით, გასული წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით, 40 139-ით გაიზარდა.

თბილისის ერთ-ერთი კლინიკა - Sputnik საქართველო
ჯანმრთელობის დაზღვევა – ხელმისაწვდომობა და ქართულ ბაზარზე წარმოდგენილი კომპანიები

საქართველოს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის ცნობით, კერძო სამედიცინო დაზღვევით ქვეყნის მოსახლეობის 16% სარგებლობს.

სადაზღვევო ბაზრის მიმოხილვიდან ასევე ირკვევა, რომ საქართველოში რეგისტრირებული ავტომობილების სულ 7%-ია დაზღვეული. 2019 წლის 9 თვეში 92.917 ავტოსატრანსპორტო საშუალებაა დაზღვეული, ხოლო შარშან, იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 79.960 იყო.

2019 წლის 30 სექტემბრის მდგომარეობით, სულ რეგისტრირებულია 17 სადაზღვევო კომპანია.

უწყების ცნობით, 2019 წლის 9 თვის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 481,85 მილიონი ლარი. ამავე პერიოდის შედეგებით სადაზღვევო კომპანიების წმინდა მოგებამ შეადგინა 33,77 მილიონი ლარი.

საქართველოში კერძო დაზღვევის მქონე ადამიანების რაოდენობა გაიზარდა>>

თუმცა, საქართველოში დაზღვევის ყველაზე გავრცელებული სახეობა მაინც ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევაა, რომელსაც სახელმწიფო აფინანსებს და რომელიც 2013 წელს ამოქმედდა. ის ვრცელდება საქართველოს მოქალაქეებზე, ქვეყანაში მუდმივად მცხოვრებ უცხოეთის მოქალაქეებზე ან მოქალაქეობის არმქონე პირებზე, რომლებიც კერძო კომპანიებში არ არიან დაზღვეული.

ყველა ახალი ამბავი
0