Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნეტა, რამე არ გიხდება?“ – თამთა გოდუაძემ იმიჯი შეიცვალა – ფოტოები

© Photo: Tamta / FBთამთა გოდუაძე
თამთა გოდუაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამთა გოდუაძე საბერძნეთში მოღვაწეობს. მან პოპულარობა 2004 წელს მუსიკალურ შოუში Super Idol Greece მონაწილეობით მოიპოვა. არტისტს განსაკუთრებული წარმატება მოუტანა სიმღერებმა Ilious Ke Thalasses და With Love.

თამთა გოდუაძე წლებია საბერძნეთში მოღვაწეობს და იქაური შოუ-ბიზნესის გამორჩეული ვარსკვლავია. ქართველების უმეტესობამ მის შესახებ რამდენიმე წლის წინ გაიგო, როცა „რუსთავი 2“-ის მოწვევით შოუ „X ფაქტორის“ ჟიურის წევრი გახდა. როგორც ცნობილია, თამთა წლების წინ დედასა და პატარა შვილთან ერთად საბერძნეთში წავიდა ემიგრაციაში. დედამისი დარეჯან ბუცხრიკიძე მუხლჩაუხრელად შრომობდა, რომ მის ოჯახს არაფერი მოკლებოდა და თამთას წარმატებული კარიერა აეწყო.

„ხან ძიძად მუშაობდა, ხან მოახლედ, ხან დამლაგებლად. ყველაფერს აკეთებდა, რომ ჩვენ არაფერი მოგვკლებოდა და მე ჩემი მიზნისთვის მიმეღწია – მომღერალი გავმხდარიყავი. ხანდახან მეც ვეხმარებოდი. მხოლოდ დედაჩემი არ იყო ასე, პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ძალიან ბევრი ქალის ბედი განვითარდა ასე“, – აცხადებს თამთა ერთ-ერთ ინტერვიუში.

დღეს უკვე მომღერალი თამთა გოდუაძე ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ პერსონად ითვლება საქართველოში და ქართველ ხალხსაც ბევრი რამ აინტერესებს მის შესახებ. განსაკუთრებით ხალხის დაინტერესება ეხება მის პირად ცხოვრებას.

ცნობილი ქართველი მომღერალი 1981 წლის 10 იანვარს თბილისში დაიბადა, 5 წლის ასაკიდან დაიწყო სიმღერა, 6 წლის განმავლობაში მღეროდა ბავშვთა გუნდში, პარალელურად გაკვეთილებს გადიოდა საბალეტო სკოლაში. 14 წლის ასაკში დაფეხმძიმდა და შვილიც გააჩინა – გოგონა. შემდეგ უცხო ენათა ინსტიტუტში ჩაირიცხა, რუსულ და ინგლისურ ენებს სწავლობდა.

22 წლის იყო, როდესაც საბერძნეთში ოჯახთან ერთად გადასახლდა, ამავე წელს მიიღო მონაწილეობა ვოკალისტთა კონკურსში Super Idol Greece, სადაც მეორე ადგილი დაიკავა. 2004-2005 წლებში გამოდიოდა როგორც „გამახურებელი“ ჯორჯ დალარასის და ანტონიო რემოსის კონცერტებზე (პოპულარული ბერძენი მომღერლები). 2007 წლის იანვარში საბერძნეთის ტელერადიომაუწყებლობამ (ERT) გამოაცხადა, რომ თამთა "ევროვიზიის" კონკურსში მიიღებდა მონაწილეობას, თუმცა მან მესამე ადგილი დაიკავა და კონკურსზე სხვა გაემგზავრა.

სოციალურ ქსელში ცოტა ხნის წინ მომღერალმა ფოტო გამოაქვეყნა, სადაც ჩანს, რომ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა. თაყვანისმცემლები მისმა ახალმა იმიჯმა მოხიბლა.

ყველა ახალი ამბავი
0