Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ეს უსიმპათიურესი იტალიელი ბიჭი ასლან აბაშიძის შვილიშვილია – ფოტოები

© Photo: Riccardo Canestrari / FBრიკარდო კანესტრარი
რიკარდო კანესტრარი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ბიჭუნას ბავშვობის ფოტოები საზოგადოებას კარგად ახსოვს. ის ხშირად ჩნდებოდა ასლან აბაშიძესთან ერთად, თუმცა გაზრდილ რიკარდოს ვეღარ იცნობთ.

აჭარის მთავრობის ყოფილ მეთაურს ასლან აბაშიძეს სამი შვილი ჰყავს. ორი – დიანა და გიორგი პირველი ქორწინებიდან, ხოლო ოთხი წლის წინ მას მეორე ქორწინებიდან ვაჟიშვილი – ალექსანდრე აბაშიძე შეეძინა.

გიორგი აბაშიძე მეუღლესთან და ტყუპ გოგონებთან ერთად მოსკოვში რამდენიმეწლიანი ცხოვრების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და ბათუმში ცხოვრობს. რაც შეეხება დიანას, ის იტალიაშია შვილებთან ერთად.

როგორც გიორგი აბაშიძე წლების წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, დიანას გეგმებში ამ დროისთვის საქართველოში დაბრუნება არ შედის.

„დიანა იტალიელი გახდა. სამშობლო ძალიან ენატრება, მაგრამ სამსახური აქვს, ბავშვებიც იქ დადიან სკოლაში. ალბათ ცოტა ხნით ჩამოვა, მაგრამ დასარჩენად – არა მგონია. თანაც, ბოლო ჩამოსვლამ მასზე ცუდად იმოქმედა. მოგვიანებით მამაც ჩამოვა, ჯერ მე მოვდივარ“, – ამბობდა გიორგი აბაშიძე.

დიანა აბაშიძეს ორი ვაჟი ჰყავს. ერთი მას იტალიელი მუსიკოსისგან მარკო კანესტრარისგან ჰყავს. როგორც სოციალური ქსელიდან ირკვევა, რიკარდო მუსიკოსია.

ბიჭუნას ბავშვობის ფოტოები საზოგადოებას კარგად ახსოვს. ის ხშირად ჩნდებოდა ასლან აბაშიძესთან ერთად, თუმცა გაზრდილ რიკარდოს ვეღარ იცნობთ. უცნობია, რამდენად ხშირად სტუმრობენ შვილიშვილები ბაბუას, რადგან სოციალურ ქსელში ასლან აბაშიძის ახალი ფოტოები აღარ დევს. სოციალური ქსელში არ იძებნება არც დიანა აბაშიძის პროფილი.

ბოლო ინფორმაცია, რაც აჭარის ყოფილი ლიდერის შესახებ გახდა ცნობილი, ისაა, რომ ის 80 წლის ასაკში დაქორწინდა. მისი მეუღლე ანა 47 წლისაა. ასლან აბაშიძემ წარმოშობით სომეხი ქალბატონი ჯერ კიდევ ბათუმში გაიცნო, რომელიც მათ ოჯახში მზარეულად მუშაობდა, ხოლო საქართველოდან მოსკოვში წასვლისას თან წაიყვანა.

ყველა ახალი ამბავი
0