Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

რა პლასტიკური ოპერაციები აქვს გაკეთებული კესარია აბრამიძეს? – მოდელს ტომოგრაფია გადაუღეს

© Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს.

ტრანსგენდერი მოდელის კესარია აბრამიძის თქმით, პლასტიკური ოპერაციები გაკეთებული არ აქვს. ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის გადაცემა „ფარულ კონვერტში“ ამის დასამტკიცებლად კესარია ტომოგრაფიის გადაღებაზეც კი დათანხმდა, რომლის შედეგებიც ტელეწამყვანმა ია ფარულავამ საზოგადოებას გააცნო.

ფარულავას თქმით, ქირურგის დასკვნის თანახმად, ირკვევა, რომ ქირურგიული ჩარევა კესარიას სახის არეზე არ შეინიშნება, თუმცა ქვედა ტუჩის და ღაწვების მიდამოებში მცირე ნაწიბურები შეინიშნება.

„ქვედა ტუჩზე ფილერი მაქვს. ასევე მაქვს ფილერი ღაწვებზე. ძალიან მიყვარს ფილერი“, – აღიარა კესარიამ. მისი თქმით, გაკეთებული აქვს ასევე საჯდომის კორექცია და მკერდიც.

View this post on Instagram

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. მაკიაჟის ხრიკებს პროფესიონალივით ეუფლება. მისი გარეგნობით აღტაცებულები რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში კომპლიმენტებს არ იშურებენ. სულ ცოტა ხნის წინ კესომ პირად გვერდზე ულამაზესი თავსაბურავით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. იასამნისფერი თავშალი და გემოვნებით შეხამებული მაკიაჟი პოპულარულ ტრანსგენდერ ქალს მეტად სექსუალურს აჩენს.

View this post on Instagram

@ninashandmade26

A post shared by Kesaria Abramidze (@kesariaabramidze_official) on

თამამი, ექსტრავაგანტული და ელეგანტური კესარია აბრამიძე საუცხოოდ გამოიყურება. ბუნებრივი სილამაზით აღფრთოვანებული სოციალური ქსელის მომხმარებლები ემოციებს ვერ მალავენ. „შენ ჯადოსნური ხარ. აი, ასეთი ბუნებრივი და ღვთიური სილამაზით!“; „ნუ იფარავ ამ სასწაულ ჭორფლებს. როგორ გიხდება!“; „ყოველთვის ლამაზი ქალი“ – ეხმაურებიან კესარიას უახლეს ფოტოს უცნობი და ნაცნობი ადამიანები.

ყველა ახალი ამბავი
0