Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„გოგოს მიმართ სექსუალური ლტოლვა გამჩენია“-ლიზა ყენიას სკანდალური აღიარება

© Photo: Liza Kenia / FBლიზა ყენია
ლიზა ყენია - Sputnik საქართველო
გამოწერა
არასტანტარტული გარეგნობით გამორჩეული ლიზა ყენია თანატოლებში საკმაოდ აქტუალურია. მისი ჩაცმულობა, ტატუები და ფოტოსესიები ტენდენციურობითა და ტრენდულობით გამოირჩევა და გოგონას ბევრი მიმდევარი ჰყავს

ეპატაჟური და თანატოლებს შორის საკმაოდ პოპულარული გოგონა – ლიზა ყენია გარეგნობით, ხმის ტემბრით, მოქნილობით, პოზიტიური ხასიათითა და შესრულების განსაკუთრებული ნიჭით გამოირჩევა. მიუხედავად იმისა, რომ ლიზა ცნობილი „მზიურის“ ერთ-ერთი ცნობილი სოლისტის მაია ჯაბუას შვილია, მან თავის დამკვირდება შეძლო და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

საოცარი გარდასახვებითა და იმიჯის შეცვლით არტისტი უფრო და უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. აღსანიშნავია, რომ ლიზას თაყვანისმცემლების არმია ჰყავს. თუმცა, რამდენიმე ხნის წინ მან ურთიერთობა თბილისელ უსიმპათიურეს ბიჭთან დაიწყო. მის პირად ურთიერთობებს ლიზას თაყვანისმცემლები აქტიურად განიხილავდნენ. მომღერლის გრაფიკისა და სკანდალების გამო ისინი ერთმანეთთან დიდხანს არ დარჩნენ.

ლიზა ყენია სითამამით გამოირჩევა. მისთვის ივლისის თვე განსაკუთრებულად ნაყოფიერი იყო. გოგონა პროექტ „ყველაზე ძლიერის“ ერთ-ერთი გუნდის მონაწილე გახდა. პროექტი უკვე დასრულდა, რთული გრაფიკისა და დავალებების მიუხედავად, თანამედროვე შემსრულებელმა ძალები არ დაიშურა თავისი გამბედაობისა და არაორდინარული შესაძლებლობების დასამტკიცებლად.

ახლა ლიზას ცხოვრება ახალი გამოწვევის წინაშე დგას. მომღერალმა კომპოზიციის შექმნას და კლიპის გადაღებას დიდი ენერგია დაახარჯა. ლიზას უახლეს სიმღერას ME NO LUV MAN ჰქვია, რომელიც რასიზმის თემატიკას მოიცავს. ლიზას სოციალური ქსელიდან ირკვევა, რომ მასთან ერთად შავკანიანი მამაკაცია გადაღებული. მომღერალმა გადაღების ლოკაციიდან რამდენიმე სურათი თაყვანისმცემლებს გაუზიარა. ლიზას წარმატებას უსურვებენ როგორც უცხოები, ისე ცნობილი ქართველი ვარსკვლავებიც.

მომღერალმა ლიზა ყენიამ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ განაცხადა, რომ გოგოს მიმართ სექსუალური ლტოლვა გასჩენია. მოგვიანებით, მომღერალმა ახსნა, რომ მას სილამაზის მიმართ განსაკუთრებული აღქმა აქვს და ეს არ ნიშნავს იმას, რომ ქალების მიმართ ორიენტაცია აქვს ჩამოყალიბებული. წამყვანმა, გიორგი გასვიანმა მას ჰკითხა, ჰქონია თუ არა შემოთავაზება მდედრობითი სქესისგან, რაზეც ლიზამ უპასუხა, რომ ჰქონია, თუმცა ეს მასში მხოლოდ უხერხულობის შეგრძნებას იწვევს.

ყველა ახალი ამბავი
0