Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ულამაზესები“ – მაია ასათიანი უმცროს დასთან მხიარულ ფოტოს აქვეყნებს

© Facebook / Talkshow Profiliმაია ასათიანი
მაია ასათიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ცნობილ ტელეწამყვანს ორი ნახევარდა ჰყავს. ჟურნალისტთან შედარებით მისი დები ნაკლებად ცნობილი არიან, მაგრამ რამდენიმე ტელეგადაცემაში მიწვეული იყვნენ. ნახეთ, როგორ გამოიყურებიან მაია ასათიანის დები.

ქართულ ტელესივრცეში ერთ-ერთმა წარმატებულმა ჟურნალისტმა კარიერა 14 წლის ასაკში დაიწყო. საინფორმაციო-ანალიტიკური გადაცემა „დროების“ კორესპონდენტობა სხვადასხვა მეგა-შოუების ჟიურის და წამყვანის როლებმა ჩაანაცვლა. 11 წელია ერთ-ერთი რეიტინგული გადაცემა „პროფილის“ ავტორი და უცვლელი წამყვანია, რომელიც ქართული მედია-ბაზრის უალტერნატივო გადაცემაა. მაია კარიერის დასაწყისს ხშირად იხსენებს და ამბობს, რომ ეკა ხოფერიას ზარებით ხშირად აწუხებდა, რათა „კურიერში“ დაეწყო მუშაობა. მაშინ ეკა ხოფერია „რუსთავი 2“-ის საინფორმაციო გამოშვების ხელმძღვანელი იყო.

42 წლის წარმატებული ქართველი ჟურნალისტი მაია ასათიანი პიკანტური ფოტოების გამოქვეყნებას არ უშინდება  და მუდამ მიმზიდველად გამოიყურება. სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი სულ უფრო აქტუალური გახდა.  ცდილობს „ფოლოვერებს“ ცხოვრების დეტალები გაუზიაროს და დაანახოს, რომ მოწყენის დრო არ არის.  Instagram Story-დან მაია ასათიანი საზოგადოებას ოჯახის წევრებს უჩვენებს. მისი სოციალური ქსელი ხშირად საყვარელი ძაღლებისა და კატების ვიდეოებით არის სავსე. ცნობილი ტელესახე მათთან ერთად ცხოვრობს. ბოლო პერიოდის მანძილზე მაიამ უამრავი ტკივილი გადაიტანა. მას დიდი ტრაგედიის გადალახვაში ოჯახის წევრები – ორი და და დედა ეხმარებოდნენ.

გადატვირთული და შრომატევადი გადაღებების შემდეგ წარმატებული ჟურნალისტი საკუთარი სახლის ეზოში ხშირად მარტო ნებივრობს. მას დები იშვიათად სტუმრობენ, მაგრამ ბოლო სურათებზე დაყრდნობით დებმა მოგზაურობა ერთად გადაწყვიტეს. მისი შუათანა და ახლახან დაოჯახდა. სიძესთან და დასთან ნანუკასთან ერთად მაია ასათიანი გერმანიაში, მიუნხენში გაემგზავრა.

მაია ასათიანის ნებისმიერი ნაბიჯი აქტიურად განიხილება. ჟურნალისტმა თამამ ფოტოებთან ერთად იმიჯზე ექსპერიმენტებიც დაიწყო. თმების ფერის გაღიავება განსაკუთრებულად მოიხდინა და გამოქვეყნებული ფოტოები კომპლიმენტებით აივსო. მაიამ უმცროს დასთან ვერონიკასთან ერთად გადაღებული სასაცილო კადრიც გამოაქვეყნა. გოგონები სახის ნიღბით ნებივრობენ და თავს ერთად უვლიან.

მაია ასათიანი ცნობილი გადაცემების რეიტინგული სტუმარია. ამტკიცებს, რომ კომპლექსებით და მორიდებულობით გამოირჩეოდა და ამის დაძლევაში სწორედ პროფესია ეხმარებოდა.

„თავდაჯერებული გავხდი. ისევე, როგორც ყველას, ძალიან ბევრი კომპლექსი მქონდა. ზოგი ამბობს, ნეტავ დროის მანქანა მქონდეს და 25 წლის წინ დავბრუნდეო... მე კი ვამბობ, ღმერთმა დამიფაროს, 25 წლის ვიყო და ეს ყველაფერი თავიდან გავიარო. ყველაფრის „დაკიდება“ ვისწავლე“.

ყველა ახალი ამბავი
0