Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„აღარ გადადოთ“ – ირინა ონაშვილს ახალი ჰობი აქვს

© Photo: Irina Onashvili / FBირინა ონაშვილი
ირინა ონაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფეხმძიმობის შემდეგ ირინა ონაშვილმა მარტივად დაიკლო. მის გარეგნობაში სოციალური ქსელის ყველაზე კრიტიკული მომხმარებლებიც კი მინუსებს ვერ ხედავენ.

მშვენიერი მოდელი უკვე მრავალი წელია იმ ქალებს შორისაა, რომელთა სილამაზეს ყველა ერთხმად აღიარებს. კარიერის დასაწყისში მისი გარეგნობა რეჟისორების ყურადღების მიღმა არ დარჩენილა და რამდენიმე სარეკლამო ვიდეორგოლსა და კლიპშიც გადაიღეს. საზოგადოების აღიარება კი „მის საქართველო 2003“-ის ტიტულმა მოუტანა.

16 წლის წინ დაწყებული კარიერა დღემდე წარმატებით გრძელდება. მოდელი საკუთარ გარეგნობაზე ძალიან ზრუნავს. Instagram-ის პირად გვერდზე თავის მოვლის საშუალებებს ხშირად აქვეყნებს და სილამაზის ხრიკებს ქალბატონებს დაუზარებლად უზიარებს. ფეხმძიმობის შემდეგ ირინა ონაშვილმა მარტივად დაიკლო. მის გარეგნობაში სოციალური ქსელის ყველაზე კრიტიკული მომხმარებლებიც კი მინუსებს ვერ ხედავენ. ფაქტი ფაქტად რჩება – ირინა ონაშვილის ბუნებრივ სილამაზეს გოლიათი ვაჟის დაბადებაც კი, რომელიც 5 კილომდე გაჩნდა, ვერაფერს აკლებს. ბევრმა არ იცის, რომ წარმატებული კარიერის მიუხედავად, ირინა ონაშვილი სამოდელო კარიერაზე არ შეჩერდა. ახლა „მის საქართველოს“ ტიტულის მფლობელი სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის კურსდამთავრებულია.

34 წლის მოდელი ახალი თაობისთვის დიდი მაგალითია. მისი თვალისმომჭრელი სილამაზე გულგრილს არავის ტოვებს. ამ უკანასკნელი ფოტოსესიით კი ყველა ქალბატონს მოტივაციას ჰმატებს, რათა მათ ნებისმიერ ასაკში თავს მოუარონ და სირთულეების მიუხედავად საკუთარი თავი შეიყვარონ. ცოტა ხნის წინ მოდელმა Instagram-ის პირად გვერდზე ფოტო გამოაქვეყნა, საიდანაც ჩანს, რომ, სავარაუდოდ, კრივზე დადის. „აღარ გადადოთ და დაიწყეთ ვარჯიში დღეს!“ – წერს ირინა ონაშვილი.

ყველა ახალი ამბავი
0