Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ამ გოგოს არ გაუხდია...“ – ნინი ბადურაშვილის ფოტომ სოცქსელების მომხმარებლები მოხიბლა

© Photo: Nini Badurashvili / FBნინი ბადურაშვილი
ნინი ბადურაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ნინი ბადურაშვილი, ისევე, როგორც ბევრი სხვა ქართველი ტელესახე თავს უვლის და საუკეთესოდ გამოიყურება. მის ფოტოებს სოციალურ ქსელში უამრავი ადამიანი ეხმაურება.

მომღერალ ნინი ბადურაშვილის დაოჯახებას მთელი ბომონდი წლების მანძილზე ელოდა. ქმართან დაშორების შემდეგ განსხვავებული ტემბრის მქონე მომღერალს დღემდე უამრავ მამაკაცს აცნობენ ან ურიგებენ. ნინის ერთი შვილი ჰყავს და თავისუფლებით ტკბება. საკმარისია ტელესახე მამრობითი სქესის წარმომადგენელთან გამოჩნდეს, იმ წუთში თაყვანისმცემლები საქორწინო კაბებს ურჩევენ. ასე მოხდა ამ ზაფხულსაც. ბავშვობის მეგობართან ერთად ნინი კანში იმყოფებოდა, როდესაც მის ახალ ურთიერთობაზე ჭორები გავრცელდა.

ნინის მიმართ ყურადღება არ ნელდება. ქართული შოუ-ბიზნესის ერთ-ერთ გამოჩენილ მომღერალს ქორწინებიდან ერთი ქალიშვილი ელენე ჰყავს. პატარა გოგონა სკოლაში წელს მიიყვანეს. მის აღზრდაში ნინი და მისი ოჯახის წევრები თანაბრად არიან ჩართული. როგორც ჩანს, პატარა ელენეს ბებიასთან ეკა კახიანთან ერთად დროის გატარება უფრო უყვარს. ნინის მიერ გამოქვეყნებული ვიდეოებიდან ირკვევა, რომ ეკა შვილიშვილს მუსიკასთან აახლოვებს და სიმღერას ასწავლის.

ნინი ბადურაშვილი, ისევე, როგორც ბევრი სხვა ქართველი ტელესახე თავს უვლის და საუკეთესოდ გამოიყურება. ცოტა ხნის წინ ნინიმ Instagram-ზე ახალი ფოტოები გამოაქვეყნა, სადაც, როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები წერენ, შეუდარებლად გამოიყურება. „ამ გოგოს არ გაუხდია, არ ჰქონდა სოცქსელი, არ იდგა ქუჩაში, ის უბრალოდ კარგად მღეროდა, იყო და არის ლამაზი, ეს საკმარისი იყო რომ ის ყვარებოდათ და მისი ფოტო პლაკატები კედელზე გაეკრათ“, „მგონი ერთადერთი ბუნებრივად ლამაზი ქალი ხართ ქართულ შოუბიზნესში“, – უწერენ ნინის კომენტარებში.

ყველა ახალი ამბავი
0