„კლუბური ნარკოტიკი გამისინჯავს, ძვირფასი ადამიანი შეეწირა ამას“ – ლიზა ყენიას აღიარება

© Photo: Liza Kenia / FBლიზ აყენია
ლიზ აყენია - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოციალური ქსელიდან ნათლად ჩანს, რომ ლიზას ცხოვრების მოდუნებული ტემპი არ იზიდავს და ახალ დაბრკოლებებს ეძებს.

ცნობილი ქართველი მომღერალი და არასტანტარტული გარეგნობით გამორჩეული ლიზა ყენია თანატოლებში საკმაოდ აქტუალურია. მაია ჯაბუას ქალიშვილი ქართული ბომონდის განუყოფელი ნაწილი და გასართობი შოუების ხშირი სტუმარია. გარდა ამისა, სხვადასხვა რეალითი-გადაცემის რეიტინგული მონაწილეა.

სოციალური ქსელიდან ნათლად ჩანს, რომ ლიზას ცხოვრების მოდუნებული ტემპი არ იზიდავს და ახალ დაბრკოლებებს ეძებს. მისი დილაც უჩვეულოდ იწყება. ბევრი ადამიანის დილა არ იწყება ძვირადღირებული სასტუმროს აუზზე, მით უმეტეს, ულამაზეს საცურაო კოსტიუმში. ყაზბეგის მწვანე მთები, მზიანი ამინდი... რა თქმა უნდა, ლიზას ცეცხლოვანი ტანი ამ ადგილს მეტ ხიბლს მატებს. შეამჩნევდით, რომ თამამი, მიმზიდველი და თანამედროვე ლიზა ყენია გამოირჩევა თანატოლებს შორის.

მისი ხმის ტემბრი, გარეგნობა და მანერები სხვადასხვა პროექტებიდან დაამახსოვრდა საზოგადოებას. მიუხედავად იმისა, რომ ცნობილი მომღერლის ქალიშვილია, მან საკუთარი იმიჯი შექმნა და დედის ჩრდილქვეშ არ მოექცა.

ლიზა ყენიამ გადაცემა „სიცრუის დეტექტორში“ აღიარა, რომ კლუბური ნარკოტიკი გაუსინჯავს. თუმცა, შემდეგ დაამატა, რომ ეს იმას არ ნიშნავს, რომ კლუბური ნარკოტიკი მოსწონს.

„ვფიქრობ, ეს არ იყო ის ქმედება, რაც გამართლებული აღმოჩნდა. ბავშვური ინტერესი დავიკმაყოფილე და მივხვდი, რომ ეს თემა ინტერესს არ წარმოადგენს. ჩემთვის ძვირფასი ადამიანიც შეეწირა ამას და ამასთან დაკავშირებით დავწერე კიდეც და მოვუწოდე ყველას, რომ იყონ სურვილებზე მაღლა“, – განაცხადა ლიზა ყენიამ.

ყველა ახალი ამბავი
0