Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„თავად ადამიანები სამოთხეს ვაქცევთ ჯოჯოხეთად“ – რატი დურგლიშვილი ემოციურ პოსტს წერს

© photo: Rati Durglishvili / FBრატი დურგლიშვილი
რატი დურგლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ახალგაზრდა წარმატებული შემსრულებელი რატი დურგლიშვილი დიდი აქტიურობით აღარ გამოირჩევა. რამდენიმე წლის წინ დუეტმა „ჯორჯიამ“ ხალხის მოლოდინებს გადააჭარბა და ყველა მათ წყვილზე საუბრობდა.

მას შემდეგ, რაც მაკა ზამბახიძისა და რატი დურგლიშვილის დუეტი დაიშალა, მომღერლებმა მოღვაწეობა დამოუკიდებლად დაიწყეს. რატი ამერიკაში დროებით საცხოვრებლად გადავიდა, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო სამშობლოს მალევე დაუბრუნდა. მან ჰიტები შტატებშიც დაწერა და მუსიკალური კარიერა არც ოკეანეს გაღმა მიატოვა.

სოციალურ ქსელში დიდი აქტიურობით არ გამოირჩევა, მაგრამ მისმა ერთმა ემოციურმა სტატუსმა ადამიანები გააერთიანა. რატი დურგლიშვილს, რომანტიკული და დრამატული სიმღერების გარდა, სოციალურ ქსელში დამაფიქრებელი სტატუსების წერა გადაუწყვეტია. აი, რას წერს ყველასთვის საყვარელი მომღერალი: „– ყველაზე მძაფრი შენში რის სურვილია?

- მინდა სამართალი იყოს თითოეულ ჩვენგანში და ქვეყანაში. კანონები, რომლებსაც ვქმნით, თავად დავიცვათ. უსამართლობას ვერ ვიტან. არ მიყვარს, როცა ადამიანები რაღაც მიზეზების გამო იჩაგრებიან. ყველას გვაქვს უფლება, ვიცხოვროთ ბედნიერად. ღმერთმა ამისთვის ყველაფერი მოგვცა და თავად ადამიანები სამოთხეს ვაქცევთ ჯოჯოხეთად“.

რატი დურგლიშვილი ქართულ შოუ-ბიზნესში ყოველთვის სიმპათიურ მამაკაცად მიიჩნეოდა, ის დღემდე ერთ-ერთ ყველაზე სასურველ სასიძოდ რჩება. მას და მაკა ზამბახიძეს წყვილად აღიქვამდნენ მანამ, სანამ დუეტ „ჯორჯიას“ და, შესაბამისად, საზოგადოების ილუზიების დაშლა არ მოხდა. რატი დურგლიშვილი დღემდე მარტოა. წლების წინ სასურველმა სასიძომ სამსართულიანი სახლი საკუთარი ხელებით მოაწყო, მაგრამ დილა და ღამე მარტო უთენდება და უღამდება.

საზოგადოება რატის მიმართ პოზიტივითაა განწყობილი, მიუხედავად ამისა, რატი ახალი იმიჯის გამო გააკრიტიკეს. მის ახალ ფოტოს დიდი გამოხმაურება მოჰყვა. რატიმ ყური გაიხვრიტა და ახლა საყურეს ატარებს. მიუხედავად განსჯისა, კომენტარებში კომპლიმენტებიც ბევრია. „ჩემი გული ხარ!“; „ძალიან მომწონხარ“; „მუდამ სუპერ!“ – წერენ გულშემატკივრები.

ყველა ახალი ამბავი
0