Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ბიჭების დედებო, თქვით რამე, რა გავაკეთო?“ – თიკა ფაცაცია შოკისმომგვრელ ვიდეოს აქვეყნებს

© Tika Patsasiaთიკა ფაცაცია
თიკა ფაცაცია - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი, მომღერალი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია საზოგადოებისგან დიდი სიყვარულითაა განებივრებული. პოპულარულმა ტელესახემ ჯერ კიდევ თინეიჯერობის ასაკში გამოიჩინა თავი.

ყველასათვის საყვარელი მოდელი და ტელეწამყვანი თიკა ფაცაცია მრავალშვილიანი დედაა. საქართველოში არ არსებობს ადამიანი, რომელიც თიკაზე ნეგატიურ კონტექსტში ისაუბრებს. მისი გარეგნობა, მშვიდი საუბარი, ხმის ტემბრი და ოჯახი უამრავ ადამიანს მოსწონს.

ცნობილი ქართველი მოდელისა და ტელეწამყვანის პირად ცხოვრებას განიხილავენ, მაგრამ თიკა საკუთარ ოჯახზე ყვითელ პრესასთან თუ მოდურ ჟურნალ-გაზეთებთან არასდროს საუბრობს. ყველა ინტერესდება მისი ბიზნესმენი ქმრით, ულამაზესი შვილებით, მშობლებით.

თიკა ფაცაციას სამი ვაჟი ბიზნესმენ დავით ანთელიძისგან ჰყავს. უფროსი – ანდრო თვრამეტი წლისაა, უმცროსი იოანე – ხუთის. ანდრო კალათბურთელია, წარმატებით თამაშობს და საქართველოს ნაკრების წევრია. თიკა საკმაოდ ყურადღებიანი დედაა, ცდილობს შვილებს ემეგობროს და ამავე დროს სიმკაცრეც შეინარჩუნოს.

როგორც ფოტოებიდან ჩანს, თავისუფალ დროს ოჯახს უთმობს. სულ ცოტა ხნის წინ უფროსმა შვილმა – ანდრომ დედას და მამას თანაცხოვრების 20 წელი სოციალური ქსელით მიულოცა და მშობლების ძველი ფოტოები გამოაქვეყნა. მათი ოჯახი მაშინ შეიქმნა, როცა თიკა მოდელობდა. დავით ანთელიძე იმ დროისთვის ამერიკაში ცხოვრობდა, ფაცაცია ტელევიზორში ნახა და თბილისში დაბრუნების შემდეგ გადაწყვიტა, პირადად გაეცნო. მათი თავბრუდამხვევი სიყვარული დღემდე გრძელდება.

ცოტა ხნის წინ თიკამ Instagram-ის „სთორიში“ ვიდეოები ატვირთა, სადაც ჩანს, როგორ ყრია ტანსაცმელი ყველგან – იატაკსა თუ ავეჯზე. „ბიჭების დედებო, თქვით რამე, რა გავაკეთო?“ – კითხულობს ტელეწამყვანი.

ყველა ახალი ამბავი
0