„თელასი": თბილისის რომელ უბნებს შეეზღუდება ელექტროენერგიის მიწოდება 21 ნოემბერს

© photo: Sputnikთელასი
თელასი - Sputnik საქართველო
გამოწერა
გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

თბილისი, 21 ნოემბერი — Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 21 ნოემბერს გეგმიური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.

საბურთალოს რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ყაზბეგის გამზირის, ვაჟა-ფშაველას გამზირის, ყაზბეგის ჩიხის, პოლიტკოვსკაიას, ცინცაძის, ოთარ ჩხეიძის, ედიშერ მაღალაშვილის, პეტრე ქავთარაძის, კალისტრატე ქუთათელაძის, მარიკა ბარათაშვილის, ოთარ ლორთქიფანიძის, გიორგი გეგეჭკორის, მიხეილ თამარაშვილის, იოველ ქუთათელაძის, უნივერსიტეტის და მედეა ჩახავას ქუჩების მაცხოვრებლებს.

სამგორის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აეროდრომის დასახლების და ვარკეთილის დასახლების IV მიკრორაიონის II რიგის მაცხოვრებლებს.

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ნაკადულის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ისნის რაიონი

10:30 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაზისუბნის IV მიკრორაიონის, ალექსანდრე წულუკიძის, 17 შინდისელი გმირის, ჯავახეთის, შანდორ პეტეფის, ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის, მარტყოფის, ნასაკირალის, ირბახის, იუსტინე აბულაძის, იუსტინე ჩუბუნიძის და წურწუმიას ქუჩების მაცხოვრებლებს.

დიდუბის რაიონი

11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: დიღმის მასივის I კვარტლის, გლდანი-დიღომის შემაერთებელი გზის, გლდანისკენ მიმავალი მაგისტრალის, აღმაშენებლის ხეივნის, დისევის, ჯორჯ ბალანჩინის და ლუბლიანას ქუჩების მაცხოვრებლებს.

ნაძალადევის რაიონი

10:30 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიის, გურამიშვილის გამზირის და ზესტაფონის ქუჩის მაცხოვრებლებს.

მთაწმინდის რაიონი

11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გალის ქუჩის მაცხოვრებლებს.

კრწანისის რაიონი

11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ზემო ფონიჭალის დასახლების, სოფელი თელეთის და თელეთის ქუჩის მაცხოვრებლებს.

ვაკის რაიონი

11:00 საათიდან 12:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ილია ჭავჭავაძის გამზირის (ნაწილობრივ) მაცხოვრებლებს.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

ყველა ახალი ამბავი
0