Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

თინა კანდელაკის დაბადების დღე მცხეთაში ქმარ-შვილთან ერთად – გლამურული წვეულების ფოტოები

© photo: Sputnik / Maxim Blinovთინა კანდელაკი
თინა კანდელაკი - Sputnik საქართველო
გამოწერა
Матч ТВ-ს გენერალური პროდიუსერი თინა კანდელაკი რამდენიმე წელია ახალ პარტნიორთან ერთად თავს ბედნიერად გრძნობს. მისი ახლანდელი შეყვარებული ბიზნესმენი ვასილი ბროვკოა, რომელზეც ჟურნალისტი 11 წლით უფროსია.

ახალ პარტნიორთან ერთად თინა საქართველოს ეწვია. თინას პირველი ქორწინებიდან ორი ზრდასრული შვილი ჰყავს. მათი გარეგნობით თინამ ბევრი ადამიანი დააინტერესა. წარმატებული ჟურნალისტი სიახლეებს არ უშინდება. სოციალური ქსელის მეშვეობით ერთგვარ მოტივატორადაც იქცა და ახლა ადამიანებს, სკოლის მოსწავლეებს, სტუდენტებსა და კოლეგებს პროფესიულ რჩევებს აძლევს და მასტერ-კლასებს ატარებს.

რუსეთში მოღვაწე ჟურნალისტი სკანდალებით გამოირჩევა. თინა კანდელაკი მოსკოვში 1995 წელს გაემგზავრა და მუშაობა თეატრისა და კინოს ცნობილ მსახიობთან სტანისლავ სადალსკისთან რადიოში დაიწყო. კანდელაკის სირთულეებითა და გამოწვევებით აღსავსე ცხოვრება ამბიციების პარალელურად მიედინება.

მებრძოლი სულისკვეთების მქონე ჟურნალისტს დიდი გამოცდილება აქვს მედიასფეროში.  აღსანიშნავია, რომ წლების წინ ერთ-ერთ ბიზნესმენთან ერთად ნიცაში ავტოავარიის შედეგად ხელი დაეწვა და რამდენიმე ტატუ სწორედ დამწვარ კანზე აქვს. ამ იდუმალი ვითარების შესახებ მასმედია დღემდე საუბრობს, ხოლო თინა საგულდაგულოდ მალავდა, თუ ვისთან ერთად მოგზაურობდა.

საქართველოში თინა ხშირად ჩამოდის. რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში ჟურნალისტმა ვიდეო გაავრცელა, სადაც თბილისობის დღესასწაულზე შვილებთან ერთად ქართულ სიმღერას ასრულებს, აკომპანირებას კი ვაჟი უწევს. ახლა ქმართან და შვილებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად ჩამოვიდა. ოჯახის წევრების გარდა თინამ მეგობრებიც ჩამოიყვანა. მას თბილისში ბავშვობის მეგობრებიც დახვდნენ. კანდელაკმა დაბადების დღე მცხეთაში გადაიხადა, რასაც Instagram-ზე ვრცელი პოსტი მიუძღვნა.

თინა კანდელაკის ქალიშვილმა საკუთარ ოფიციალურ გვერდზე ძველი თბილისის ფოტოები გამოაქვეყნა წარწერით „სამშობლოში კარგია...“ აშკარაა, რომ თინამ საუკეთესო დრო და გამორჩეული დაბადების დღე სწორედ სამშობლოში გაატარა. თინა კანდელაკის მიმართ ქართული საზოგადოება არაერთგვაროვნადაა განწყობილი. მის პოლიტიკურ შეხედულებებს თანამემამულეები არ იზიარებენ და პროტესტის ნიშნად მას უპირისპირდებიან. მიუხედავად ამისა, თინას მიერ გაზიარებულმა ვიდეოებმა მრავალი ქართველის პოზიტიური დამოკიდებულება გამოიწვია.

ყველა ახალი ამბავი
0