Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ასლან აბაშიძეს ულამაზესი რძალი ჰყავს – ფოტოები

© photo: Sputnik / Alex Magnus / გადასვლა მედიაბანკშიასლან აბაშიძე
ასლან აბაშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
წყვილის პირველი ქორწინება ჯერ კიდევ 2003 წელს შედგა. სალომეს მამა მისი გათხოვების შემდეგ მალევე გარდაიცვალა, წყვილს არც ჯვრისწერა ჰქონია, არც ქორწილი და არც თაფლობის თვე.

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილი მმართველის ასლან აბაშიძის შვილი, ბათუმის ყოფილი მერი გი­ორ­გი აბა­ში­ძე ყო­ფილ მე­უღ­ლე­ზე თერთმეტწლიანი განშორების შემდეგ ხელახლა 2015 წელს და­ქორ­წინ­და. ას­ლან აბა­ში­ძის ვაჟ­მა ბა­თუმ­ში ხელი მო­ა­წე­რა სა­ლო­მე ბა­ჯე­ლი­ძეს­თან, რო­მე­ლიც წლე­ბის წინ მისი მე­უღ­ლე იყო.

წყვი­ლმა ქორწილი ვიწ­რო წრე­ში აღნიშნა ბა­თუ­მის ერთ-ერთ პრეს­ტი­ჟულ რეს­ტო­რან­ში. პირველად, როდესაც წყვილმა იქორწინა, გიორგი აბაშიძე 27 წლის, ხოლო სალომე მასზე ათი წლით უმცროსი, 17 წლის იყო. წყვილის პირველი ქორწინება 2003 წელს შედგა. სალომეს მამა მისი გათხოვების შემდეგ მალევე გარდაიცვალა, ამიტომ წყვილს არც ჯვრისწერა ჰქონია, არც ქორწილი და არც თაფლობის თვე.

ამბობდნენ, სალომე მისმა მომავალმა სადედამთილომ ამოირჩიაო. რძალ-დედამთილს არაჩვეულებრივი ურთიერთობა ჰქონდა. მოგვიანებით სალომე ერთ-ერთ ინტერვიუში იხსენებდა, რომ დედამთილის საფლავზე ხშირად დადიოდა. სალომეს და გიორგის ოჯახი რვა თვეში დაინგრა.

„ჩვენი ოჯახები მეგობრობდნენ. გიორგი პირველად რომ გავიცანი, 12 წლის ვიყავი. მერე ის სასწავლებლად ლონდონში წავიდა. რომ ჩამოვიდა, ერთმანეთი თავიდან გაგვაცნეს. ჩემთვის დიდი იყო ეს ასაკობრივი სხვაობა. ძალიან პატარა ვიყავი, ბავშვური, გათხოვებისთვის მზად არ ვყოფილვარ. მერე დაიწყო შეხვედრები მეგობრებთან ერთად, სეირნობა როგორც ხდება ხოლმე. თუმცა იმ განსხავებით, რომ ეს ჭორებისა და მითქმა-მოთქმების ფონზე ხდებოდა. 2002 წლის სექტემბერში დავიწყეთ ურთიერთობა და 2003 წლის მარტში დავქორწინდით. სიყვარული მანამდე არ აუხსნია, ეს მერე იყო, რომ ვიქორწინეთ. მახსოვს ის, რომ მე ძალიან შეყვარებული ვიყავი. დედამისის გარდაცვალების მერე აგვერია ურთიერთობა. კონკრეტული მიზეზი არ ყოფილა. დავსხედით და გადავწყვიტეთ დაშორება. მას შემდეგ შერიგების მცდელობა არ გვქონია“, – ამბობდა სალომე წლების წინ.

ასლან აბაშიძე „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ მოსკოვში ცხოვრობდა, სადაც გიორგის საყვარელი გოგონა ჰყავდა. ეს ამბავი გიორგის ყოფილი მეუღლისთვის არ დაუმალავს.

2016 წელს წყვილს ტყუპი გოგონები შეეძინათ. სოციალურ ქსელში გავრცელდა ფოტოები, სადაც წყვილი ტყუპებთან ერთად პატრიარქს სტუმრობს.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ აჭარის მთავრობის ყოფილი მეთაური ასლან აბაშიძე 81 წლის ასაკში ოფიციალურად მეორედ დაქორწინდა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ყოფილ ლიდერს ახალ მეუღლესთან ოთხი წლის წინ ვაჟიც შეეძინა. აჭარის ყოფილი ლიდერის რჩეული მისი მზარეული ანაიდა ოვაკუმიანია. ისინი მცირეწლოვან შვილთან ერთად ამჟამად მოსკოვში ცხოვრობენ.

ანაიდა ოვაკუმიანი აბაშიძეების ოჯახში მზარეულად ჯერ კიდევ ბათუმში მუშაობდა. ასლან აბაშიძის პირველი მეუღლის მაგული გოგიტიძის გარდაცვალების შემდეგ აბაშიძესთან ერთად ის მოსკოვში გაემგზავრა. ასლან აბაშიძეს პირველი ქორწინებიდან ორი შვილი – გიორგი და დიანა ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0