Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნატალია ყიფშიძე დაქორწინდა? – სოციალურ ქსელში კრისტი ყიფშიძე ქორწილის ვიდეოებს ავრცელებს

© photo: nataliakipshidze / Instagramნატალია ყიფშიძე
ნატალია ყიფშიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობისა და მოდელის ქალიშვილს მთელი საზოგადოება ოჯახის მეშვეობით იცნობს. სამოდელო კარიერაში წარმატებული კრისტი ნატალია ყიფშიძის მომავალზე ზრუნავს. ნატალია ყიფშიძე შეყვარებულია.

ყველასათვის ცნობილი გიორგი და კრისტი ყიფშიძეების ქალიშვილს საზოგადოება ბავშვობიდან იცნობს. ნატალია ყიფშიძე შეყვარებულია. სიმპათიურმა ბიჭმა ნატალიას მეგობრების ყურადღება მიიქცია. მსახიობ ზურა ყიფშიძის ოჯახის მიმართ ყურადღება არასდროს წყდება. მით უმეტეს, მის ოჯახში ახალი თაობა იზრდება, რომელთაც უკვე არანაკლებად იცნობენ. ზურა ყიფშიძეს ორი შვილი – გიორგი და ლენუკა ჰყავს. და-ძმა ნაადრევად დაოჯახდა და ახლა ერთი ასაკის შვილები ჰყავთ.

ლენუკა ყიფშიძე ეკრანებზე არც ისე ხშირად ჩნდება და მის ოჯახს ნაკლებად იცნობენ. გიორგი კი სკანდალებითა და ქარიზმატულობით აღსავსეა და ნატალიაც მამას დაემსგავსა. გოგონამ სკოლა დაამთავრა და სტუდენტი გახდა. ყველას აინტერესებდა ნატალიას საბანკეტო კაბა და მომავალი პროფესია. ნატალიას ბავშვობიდან მსახიობობა სურდა, მაგრამ აბიტურიენტობისას გადაწყვეტილება შეიცვალა. ყიფშიძეების ქალიშვილმა მომავალი ციფრული მედიისა და კომუნიკაციის სფეროს დაუკავშირა.

ნატალია და კრისტი ყიფშიძეები საზოგადოების მხრიდან დიდი ინტერესით არიან განებივრებული. ნატალიას შეყვარებულს უამრავი მისი თანატოლი განიხილავს. ბიჭი საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის, მაგრამ ნატალიას მეშვეობით ახლა ბევრი იცნობს. შეყვარებულთან გადაღებულ ფოტოებს ნატალია არც ისე ხშირად აქვეყნებს, მაგრამ მათი ჭეშმარიტი სიყვარული და ერთმანეთის მიმართ დამოკიდებულება კარგად ჩანს. ნატალია და მისი პოპულარული დედა ქორწილში ერთად იმყოფებოდნენ. უცნობია, ვინ არის პატარძალი ცნობილი ქართველების ოჯახისთვის, მაგრამ დედა-შვილმა დაუვიწყარი დრო გაატარა. ამაზე კრისტის და ნატალიას გამოქვეყნებული ფოტო-ვიდეოებიც მეტყველებს. ქორწილის მთავარ გმირს – პატარძალს წითელი თავსაბურავი ემოსა, რამაც ბევრი ადამიანის გაურკვევლობა გამოიწვია. მას სახე არ უჩანდა და საზოგადოებას პატარძალი ნატალია ყიფშიძე ეგონა.

გოგონას მიერ გამოქვეყნებულ ყველა პოსტს დიდი გამოხმაურება მოსდევს. მისი ბანკეტი, დაბადების დღე, ან მეგობრებთან ჩვეულებრივი გასეირნება თანატოლების დიდ მოწონებას იმსახურებს. ნატალია ყიფშიძე შეყვარებულია. მისი რჩეული გიორგი მდივანია. წყვილი ერთმანეთს დიდ დროს უთმობს და სოციალური ქსელიც მათი ფოტოებითაა აჭრელებული.

ყველა ახალი ამბავი
0