Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როდესაც ერთად ყოფნა საკმარისია“ – ვის მიუძღვნა ახალი ტატუ ნანუკა ჟორჟოლიანმა?

© courtesy of Nanuka Zhorzholianiნანუკა ჟორჟოლიანი
ნანუკა ჟორჟოლიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
პოპულარული ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ბევრს მოგზაურობს და დაგროვილი ემოციები ტატუს სახით ტანზე გადააქვს. აშკარაა, რომ ტელეწამყვანი შეყვარებულია. მისი უახლესი ტატუ ბევრი ადამიანის ყურადღებას იქცევს.

ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი და ცნობილი ჟურნალისტი ნანუკა ჟორჟოლიანი ბევრი ადამიანის საყვარელ სახედ იქცა. ინდივიდუალიზმი, განსაკუთრებული ხმის ტემბრი და ცხელი წერტილებიდან გაშუქების უნარი ნანუკას დამახასიათებელი ნიშნებია. ნანუკა ბევრს მოგზაურობს და საკუთარ თავთან ჰარმონიას სწორედ მოგზაურობისას პოულობს. გარდა ამისა, მის მიერ მორიგი ქვეყნის ან ქალაქის აღმოჩენა ახალი ტატუს ინსპირაცია ხშირად ხდება.

როგორც ჩანს, ნანუკა ჟორჟოლიანი შეყვარებულია. ინტერვიუებში ცნობილი ქართველი ტელესახე აღნიშნავს, რომ მუდამ გრძნობს სიყვარულს, მაგრამ ერეკლე კოდუასთან დაშორების შემდეგ დიდი ტრავმა მიიღო და წამლებით მკურნალობაც კი დასჭირდა. ამ ეტაპზე უცნობია, ჰყავს თუ არა ტელეწამყვანს შეყვარებული, მაგრამ მისი უახლესი ტატუ სიყვარულს უკავშირდება. ყველას კარგად ახსოვს თურქული საღეჭი რეზინი, რომელსაც LOVE IS… აწერია და სიყვარული სხვადასხვაგვარადაა ახსნილი. ნანუკამ ულამაზესი ტატუ მხარზე ამოისვირინგა. LOVE IS… WHET JUST BEING TOGETHER IS ENOUGH – „სიყვარული არის... როდესაც მხოლოდ ერთად ყოფნაც საკმარისია“ დაიწერა ცნობილმა ჟურნალისტმა. ნანუკას ტატუმასტერი ცნობილი ლაშა ჩხაიძეა, რომელიც მინიმალისტური და დახვეწილი ტატუების დახატვით გამოირჩევა.

ეს ცნობილი სახის პირველი ტატუ არ არის. მან ახალი ტატუს ფოტო Instagram-ის „სთორიზე” ატვირთა. ნანუკა ჟორჟოლიანმა და მაია ასათიანმა რამდენიმე წლის წინ ერთად დაიხატეს ტატუები. ნანუკას პირველი ტატუ ხელზე წარწერით LIFE GOES ON – „ცხოვრება გრძელდება“ ყველამ იცის. მას მაჯაზე შვილების სახელები და დაბადების თარიღები აქვს, ასევე ხელზე ფერადი ბუდისტური წარწერები, გლობუსი და მზე.

პოპულარულმა ჟურნალისტმა „რუსთავი 2“-ის დატოვების შემდეგ ახალ „მთავარ არხზე“ გადაინაცვლა. მან „ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ“ „მთავარ არხზე“ არ დააბრუნა და ახალი სოციალური გადაცემა „სხვა ნანუკა“ დაიწყო. ახალ არხზე გადასული ნანუკა მაყურებლის წინაშე პირდაპირ ეთერში წარდგა, რასაც ტექნიკასთან დაკავშირებული სხვადასხვა სირთულეები დაერთო. მიუხედავად ამისა, პირველივე ეთერის შემდეგ ნანუკა ჟორჟოლიანი არც ისე დაბალი რეიტინგით გამოირჩევა.

ყველა ახალი ამბავი
0