აქცია სხვა თემაზე: ბათუმში თამბაქოს მწარმოებლები მიტინგს მართავენ

CC0 / Pixabay / თამბაქო
თამბაქო - Sputnik საქართველო
გამოწერა
აქციის მონაწილეები მთავრობისგან დარგის მწარმოებლებისთვის შეღავათების დადგენასა და გადასახადებში შეღავათების დაწესებას მოითხოვენ.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. ბათუმში, აჭარის მთავრობის შენობის წინ თამბაქოს პროდუქციის მწარმოებელთა საპროტესტო აქცია იმართება, იუწყება პირველი არხი.

დემონსტრანტების უკმაყოფილება საქართველოს საგადასახადო კოდექსში ახალმა ცვლილებებმა გამოიწვია, რომლის თანახმად, მიმდინარე წლის 21 ნოემბრიდან იკრძალება ნებისმიერი სახის თამბაქოს დაუფასოებელი ნაწარმის რეალიზება და მიწოდება.

მოწევის ამკრძალავი ნიშანი - Sputnik საქართველო
საქართველოში დაუფასოებელი თამბაქოს ნაწარმი აღარ გაიყიდება

„ჩვენ არ გვაინტერესებს პოლიტიკა. არავითარ შემთხვევაში არ შეუერთდება ხალხი მათ. ჩვენ გვაინტერესებს ის პოლიტიკა, რომელიც თამბაქოს დარგის გადასარჩენად უნდა გატარდეს", – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თამაზ ბაკურიძემ.

აქციის მონაწილეებს აჭარის მთავრობის აპარატის ხელმძღვანელი არჩილ ჩიქოვანი შეხვდა.

„კონსულტაციები მიმდინარეობს ფინანსთა სამინისტროსთან, რომ მიღებული რეგულაციების ფარგლებში თქვენთვის შეღავათი დაწესდეს და გადასახადი შეგიმსუბუქდეთ. უახლოეს პერიოდში გაცნობებთ მოლაპარაკების შედეგს", – განაცხადა ჩიქოვანმა.

დაპირისპირება აქციაზე: აჭარაში თუთუნის მწარმოებლები რეგულაციებს აპროტესტებენ>>

ახალი ცვლილებებით, იკრძალება დაუფასოებელი სახით ნებისმიერი თამბაქოს ნაწარმის (მათ შორის თამბაქოს ნედლეულის, ჩიბუხის თამბაქოს, შესახვევი თამბაქოს, ასევე ჩილიმისათვის განკუთვნილი თამბაქოს) რეალიზაცია და მიწოდება. ამასთან, სავალდებულო ხდება აქციზიც.

თუთუნი - Sputnik საქართველო
თუთუნი ძვირდება? ასაწონი თამბაქო დაიბეგრება

დაფასოების გარეშე თამბაქოს მიწოდება (მათ შორის ნაშთად არსებულის) გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას პირველ ჯერზე 2000 ლარის, ხოლო განმეორებისას – 4000 ლარის ოდენობით.

აქციზური მარკით სავალდებულო დართვას დაქვემდებარებული საქონლის აქციზური მარკის გარეშე გადაზიდვა, შენახვა, რეალიზაცია იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას – საქონლის ჩამორთმევა, შინაპატიმრობა, თავისუფლების აღკვეთა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველოში მოსახლეობის 32% მწეველია.

ყველა ახალი ამბავი
0