Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ისინი შეიძლება თამაშობენ და ჩვენ ვიბრძვით“ – ნანკა კალატოზიშვილის ემოციური პოსტი

© photo: courtesy of NaNka Kalatozishviliნანკა კალატოზიშვილი
ნანკა კალატოზიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის დემონსტრანტებს კარვებითა და ბარიკადებით გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი. აქციებში მონაწილეობენ ახალგაზრდული მოძრაობის „სირცხვილია“ წევრები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.

თბილისი, 18 ნოემბერი — Sputnik. მსახიობი ნანკა კალატოზიშვილი ბოლოდროინელ მოვლენებს ეხმიანება და წერს, რომ ყველა ქართველ პოლიტიკოსს სიამოვნებით დაემშვიდობებოდა.

მსახიობის თქმით, ძალიან სწყდება გული, რომ არ დარჩა თაობა, რომელსაც ნორმალური მოგონება ექნება.

ის ამბობს, რომ საქართველოში არსებობენ რეალური ადამიანები, რომლებიც სკამისთვის და ფულისთვის არ იბრძვიან და მათი საფიქრალი მხოლოდ ქვეყნის მომავალია.

ირმა ინაშვილი - Sputnik საქართველო
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“ საპროტესტო აქციებს იწყებს

ხუთშაბათს საქართველოს პარლამენტმა კენჭი უყარა კონსტიტუციაში ცვლილებებს. მმართველი პარტია საკუთარ მაჟორიტარებს კანონპროექტის მხარდაჭერისკენ მოუწოდებდა, თუმცა უშედეგოდ. მიუხედავად იმისა, რომ ცვლილებებს ოპოზიციამაც დაუჭირა მხარი, ხმების რაოდენობამ 101 შეადგინა, კანონპროექტის დასამტკიცებლად კი საჭირო იყო მინიმუმ 113. პროტესტის ნიშნად პარლამენტთან დღისით სპონტანურად დაიწყო აქცია, რომელიც საღამოს მასშტაბურ პროტესტში გადაიზარდა.

ამ დროისთვის დემონსტრანტებს კარვებითა და ბარიკადებით გადაკეტილი აქვთ რუსთაველის გამზირი. აქციებში მონაწილეობენ ახალგაზრდული მოძრაობის „სირცხვილია“ წევრები, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების წარმომადგენლები და მათი მხარდამჭერები.

ყველა ახალი ამბავი
0