Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ქეთა თოფურიამ შეყვარებული გამოაჩინა – მომღერალი სოციალურ ქსელში ახალ ფოტოს აქვეყნებს

© Photo: Keta Topuria / FBქეთა თოფურია
ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ტაბლოიდებმა მალე გაარკვიეს, რომ ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო.

ქეთა თოფურიას პირადი ცხოვრება მუდმივად ხვდება ქართული და რუსული პრესის ყურადღების ცენტრში. რეპერ გუფთან დაშორების შემდეგ A'Studio-ს ქართველმა სოლისტმა პირობა დადო, რომ პირად ცხოვრებაზე არასდროს ილაპარაკებდა, თუმცა იტალიაში წასვლის წინ ერთ-ერთ ინტერვიუში ამომწურავი პასუხი გასცა გუფთან რომანისა და ქმართან დაშორების შესახებ გავრცელებულ ჭორებს.

ცოტა ხნის წინ კი Instagram-ზე გამოქვეყნებულმა „სთორიმ“ საზოგადოებას ახალი სალაპარაკო თემა მისცა. სან-ტროპედან გამოქვეყნებული ნიშნობის ბეჭდიანი ფოტოს შემდეგ ქეთამ უკვე უცნობ მამაკაცთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა, სადაც მათი მხოლოდ ხელები ჩანს, წყვილს ხელი აქვს ჩაკიდებული, კადრს კი გულის ესკიზი ერთვის, რომელიც მალევე წაშალა. შემდეგ კი ქეთა თოფურიამ ტაბლოიდებს ახალი სალაპარაკო თემა მისცა. „მე შენ მიყვარხარ“ – ასე დაასათაურა მომღერალმა ფოტო, რომელზეც მამაკაცთან ერთადაა აღბეჭდილი, სახის ნაწილი კი არ ჩანდა.

ტაბლოიდებმა მალე გაარკვიეს, რომ ქეთა თოფურიას ახალი რჩეული დიპლომატი ლევ დენგოვია. ქეთამ გადაცემაში თქვა, რომ ახლანდელი რჩეული მინსკში გაიცნო. „მისი დაბადების დღე იყო, რადგან ჩვენი პროდიუსერის ბაიგალის ნაცნობია, გადაწყვიტა და მის დაბადების დღეზე დაგვპატიჟა. როდესაც მინსკიდან დავბრუნდით, ტელეფონით დამიკავშირდა და თითქმის 24 საათი ასე ვეკონტაქტებოდით ერთმანეთს. არც მას ეძინა და არც მე. შემდეგ მოსკოვში ჩამოვიდა, შევხვდით და აქედან დაიწყო ყველაფერი, ეს არის ერთი ნახვით შეყვარება“, – განაცხადა მომღერალმა ინტერვიუში.

როგორც ქეთამ აღნიშნა, მან უკვე გაიცნო დენგოვის ოჯახის წევრები და მას მისი ქალიშვილი ოლივიაც გააცნო. ბუნებრივია, მომღერალმა თავი ვერ აარიდა გუფთან დაშორების შესახებ დასმულ კითხვას: „მინდა რომ ბედნიერი იყოს. ის არასტაბილური ადამიანია, მისი სხვადასხვა ქმედებები მიუღებელი იყო ჩემთვის, ამიტომ გულწრფელად ვუთხარი, რომ დაშორება მინდოდა მასთან და დავშორდი“.

ქეთამ გუშინ Instagram-ზე ახალი ფოტო გამოაქვეყნა. აქამდე თუ მომღერალი მხოლოდ მის სილუეტს, ან სხეულის რომელიმე ნაწილს აჩენდა, ახალ ფოტოში მისი შეყვარებული უკვე კარგად ჩანს.

2017 წლის იანვრიდან რუსული და ქართული პრესა აქტიურად განიხილავდა ქეთა თოფურიას და რეპერ გუფის სავარაუდო რომანს. ხმაური მას შემდეგ დაიწყო, რაც წყვილი ტაილანდში, კუნძულ სამუიზე ერთად ისვენებდა. ჯგუფ A'Studio-ს სოლისტისა და რეპერი გუფის დასრულებული რომანი უკვე რამდენიმე თვეა საზოგადოების განხილვის საგანია. წყვი­ლის და­შო­რე­ბის მი­ზე­ზი ღა­ლა­ტია – რე­პერს 18 წლის ეკა­ტე­რინ­ბურ­გელ გო­გო­ნას­თან ია­ნას­თან ჰქონ­და ურ­თი­ერ­თო­ბა. გუფი ცდი­ლობ­და რო­მა­ნის შე­სა­ხებ ქე­თას არა­ფე­რი შე­ე­ტყო, თუმ­ცა ია­ნამ მო­ი­სურ­ვა, მათი ურ­თი­ერ­თო­ბა ყვე­ლას­თვის ცნო­ბი­ლი გამ­ხდა­რი­ყო და რე­პე­რის და­შან­ტა­ჟე­ბა და­ი­წყო. გუფ­მა ია­ნას­თან ურ­თი­ერ­თო­ბა გა­წყვი­ტა, თუმ­ცა ამ ამ­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლამ შე­ი­ტყო.

ყველა ახალი ამბავი
0