Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ეცადე ჩემზე ლამაზი არ იყო“ – კესარია ია ფარულავას მიმართავს

© Kesaria Abramidzeკესარია აბრამიძე
კესარია აბრამიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
თამამი, ექსტრავაგანტული და ელეგანტური კესარია აბრამიძე ყოველთვის საუცხოოდ გამოიყურება. ბუნებრივი სილამაზით აღფრთოვანებული სოციალური ქსელის მომხმარებლები ემოციებს ვერ მალავენ.

სკანდალური ტრანსგენდერი ქალის გარშემო ხმაურიანი განცხადებები და ფარული მესიჯები არ წყდება. რამდენიმე წლის წინ ქართველ ფოტომოდელს სოციალურ ქსელში სიცოცხლის მოსპობითაც კი ემუქრებოდნენ. მორიგი წერილი კესარიამ საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა. ამ წერილით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ კესარია აბრამიძე არა მხოლოდ სილამაზით, არამედ გულახდილობითაც გამოირჩევა.

სილამაზის, ელეგანტურობისა და დახვეწილობის შენარჩუნება კესარია აბრამიძის უმთავრესი მიზანია. ცნობილ ქართველ ტელესახეს ვიზაჟის სკოლის დაარსება სურს. მაკიაჟის ხრიკებს პროფესიონალივით ეუფლება. მისი გარეგნობით აღტაცებულები რეალურ თუ ვირტუალურ სივრცეში კომპლიმენტებს არ იშურებენ. სულ ცოტა ხნის წინ კესომ პირად გვერდზე ულამაზესი თავსაბურავით გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. იასამნისფერი თავშალი და გემოვნებით შეხამებული მაკიაჟი პოპულარულ ტრანსგენდერ ქალს მეტად სექსუალურს აჩენს.

თამამი, ექსტრავაგანტული და ელეგანტური კესარია აბრამიძე ყოველთვის საუცხოოდ გამოიყურება. ბუნებრივი სილამაზით აღფრთოვანებული სოციალური ქსელის მომხმარებლები ემოციებს ვერ მალავენ. „შენ ჯადოსნური ხარ. აი, ასეთი ბუნებრივი და ღვთიური სილამაზით!“; „ნუ იფარავ ამ სასწაულ ჭორფლებს. როგორ გიხდება!“; „ყოველთვის ლამაზი ქალი“ – ეხმაურებიან კესარიას უახლეს ფოტოს უცნობი და ნაცნობი ადამიანები.

ახლა Instagram-ზე კესარიას და ცნობილი მსახიობის ია ფარულავას ვიდეო ვრცელდება, სადაც ისინი სელფის გადაღებას ცდილობენ. „ეცადე ჩემზე ლამაზი არ იყო“, – ეუბნება კესარია ია ფარულავას. კესარია, როგორც გადაცემა „ფარული კონვერტის“ ანონსიდან ირკვევა, ია ფარულავას გადაცემის მორიგი სტუმარია.

ყველა ახალი ამბავი
0