Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ზღაპრის გმირებს ჰგავხართ“ – ნანუკა გოგიჩაიშვილი იტალიაში საქმროსთან ერთად მოგზაურობს

© Photo: Nanuka Gogichaishvili / FBნანუკა გოგიჩაიშვილი
ნანუკა გოგიჩაიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მოდელი და მხატვარი ნანუკა გოგიჩაიშვილი შეუდარებლად გამოიყურება. ცნობილი ოჯახის უფროსი ქალიშვილი სულ რამდენიმე თვის წინ დაინიშნა. წყვილზე ჭორები ადრეც ვრცელდებოდა, მაგრამ გოგიჩაიშვილების ქალიშვილი პირად ცხოვრებაზე ხმამაღლა არასდროს საუბრობდა.

დები გოგიჩაიშვილები ქართულ შოუ-ბიზნესში დიდი პოპულარობით სარგებლობენ. ჟურნალისტისა და ტელეწამყვანის ქალიშვილები თავადაც ძალიან წარმატებულები არიან. ორივე მოდელს უმაღლესი განათლება სხვადასხვა სფეროში აქვს მიღებული. აღსანიშნავია, რომ ნანუკას მხატვრის ნიჭი აღმოაჩნდა და მოდელმა ცოტა ხნის წინ შეუდარებელი ნახატების გამოფენა მოაწყო.

ნანუკა წლების მანძილზე სამოდელო ინდუსტრიაში მოღვაწეობდა. ახლა სამოდელო სფეროში მოდელს პაუზა აქვს აღებული, მიუხედავად ამისა ფოტოსესიებში მონაწილეობას ძველებურად ახერხებს. ნანუკას პირად ცხოვრებას უამრავი ადამიანი განიხილავდა. მათ მიმართ ყურადღება მის მერე გაიზარდა, რაც თბილისში ყველასათვის საყვარელი ტელეწამყვანის გიორგი გოგიჩაიშვილის ავადმყოფობის შესახებ ინფორმაცია გავრცელდა. მოგვიანებით, ოჯახმა გიორგი გოგიჩაიშვილის უკურნებელი სენი დაადასტურა.

ნანუკა და მისი ბიზნესმენი საქმრო ნიკა ნაყოფია ნიშნობის შემდეგ ერთად ხშირად მოგზაურობენ. წყვილის უახლეს ფოტოებს უამრავი ადამიანი დადებითი კომენტარებით ეხმაურება. აშკარაა, რომ ქართულ შოუ-ბიზნესში ნანუკას და ნიკას სახით კიდევ ერთი მოკაშკაშე, ვარსკვლავური წყვილი გამოჩნდა. ნიკა ნაყოფია სასურველი სასიძო აღმოჩნდა. წყვილი ურთიერთობას დიდი ხნის მანძილზე მალავდა. ნიკა ნაყოფიას ოჯახი „მად­ნე­უ­ლი­სა“ და „კვარ­ცი­ტის“ აქ­ცი­ე­ბს ფლობს. ნიკა 19 წლის ასა­კი­დან „კვარ­ცი­ტის“ კონ­სულ­ტან­ტის თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე მუ­შა­ობ­და და მისი შე­მო­სა­ვა­ლი თვე­ში 220 000 ლარს შე­ად­გენ­და, რაც ამ თა­ნამ­დე­ბო­ბის­თვის ქვე­ყა­ნა­ში უპ­რე­ცე­დენ­ტო შე­მო­სა­ვა­ლია. ნანუკა და ნიკა ერთად შეუდარებლად გამოიყურებიან.

ყველა ახალი ამბავი
0