Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ნინას ვილაში ვარ და აქვე ახლოს ჩამოვარდა ბომბი“ -გია სურამელაშვილი საფრთხეშია

© courtesy of Gia suramelashviliგია სურამელაშვილი
გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთ დროს ცნობილი და ყველასათვის საყვრელი მომღერალი გია სურამელაშვილი გულახდილობით გამოირჩევა. სხვა ვარსკვლავებთან შედარებით მედიასთან კომუნიკაცია ძალიან ხიბლავს და ნებისმიერ გადაცემაში საზეიმო განწყობას ქმნის

თბილისი, 13 ნოემბერი — Sputnik. სოციალურ ქსელში მომღერალი გია სურამელაშვილი წერს, რომ ისრაელშია, სადაც რამდენიმე საათის წინ ღაზას სექტორიდან ნასროლი რაკეტებით ავტობანი დაიბომბა.

გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო
„კერძო პლაჟი, სამი დაცვა, მაინც არ მეშვებით პაპარაცებო...“ - სურამელაშვილი პლაჟზე ჩუმად გადაიღეს

„ცოტა დაძაბულია სიტუაცია, მაგრამ კარგათ ვართ. მადლობთ ყურადღებისთვის გენაცვალეთ, აღარ ვიბომბებით. იმედია ჩამოვფრინდებით“, - წერს სურამელაშვილი.

ამის შემდეგ კი, კომენტარში დააკონკრეტა, რომ მასთან ახლო ტერიტორია დაიბომბა. „ნინას ვილაში ვარ და აქვე ახლოს ჩამოვარდა ბომბი“,- წერს სურამელაშვილი.

ისრაელის თავდაცვის ახალმა მინისტრმა ნაფთალი ბენეტმა ღაზას სექტორიდან 80 კილომეტრის რადიუსში მდებარე დასახლებულ პუნქტებში 48 საათიანი განსაკუთრებული მდგომარეობა გამოაცხადა. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, განსაკუთრებული მდგომარეობა 48 საათის განმავლობაში შენარჩუნდება, თუ მას მთავრობა, ან თავდაცვის სამინისტრო არ გააუქმებენ. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, აღნიშნული მდგომარეობა ვრცელდება იერუსალიმსა და თელ-ავივზეც.

გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო
„21-ე საუკუნის ტარიელი და ნესტან-დარეჯანი...“ – გია სურამელაშვილი და ნინო ადამაშვილი ერთად არიან?

ცნობისთვის, პალესტინურმა „ისლამურმა ჯიჰადმა“ ისრაელს ომი მას შემდეგ გამოუცხადა, რაც ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალებმა „ისლამური ჯიჰადის“ მეთაური ბაჰა აბუ ალ-ათა მოკლეს, რომლის სახელსაც უკავშირდება ასობით ტერაქტი ისრაელის მშვიდობიან მოსახლეობაზე.

საპასუხოდ, ღაზას სექტორიდან ისრაელის ტერიტორიაზე მასობრივი სარაკეტო დარტყმები განხორციელდა. სარაკეტო დარტყმების გამო განგაშის სიგნალები ჩაირთო ქალაქებში თელ-ავივი, მოდიინი, ხოლონი, აშქელონი და რიშონ ლე-ციონი.

ერთ დროს ცნობილი და ყველასათვის საყვრელი მომღერალი გია სურამელაშვილი გულახდილობით გამოირჩევა. სხვა ვარსკვლავებთან შედარებით მედიასთან კომუნიკაცია ძალიან ხიბლავს და ნებისმიერ გადაცემაში საზეიმო განწყობას ქმნის.

გია სურამელაშვილი - Sputnik საქართველო
„ნომერში უნდა დამახვედრონ ყვავილები და შამპანური" – გია სურამელაშვილის ახირებები

გია სურამელაშვილის პოპულარობამ პიკს მაშინ მიაღწია, როცა საქართველოში სამოქალაქო ომი მიმდინარეობდა. თბილისის ქუჩებში ხალხი ერთმანეთს ესროდა, გია კი ფილარმონიის დარბაზს ავსებდა. მასზე შეყვარებული ქალბატონები ცრემლებს და ემოციურ შეძახილებს არ იშურებდნენ.

იუმორით აღსავსე შემსრულებელი საკუთარ ემოციებს არასდროს მალავს. გულწრფელობით გამოირჩევა და ამიტომ მასთან ურთიეთობა ადვილია. მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მხოლოდ მეგობრებს ეხება. პირად ურთიერთობაში გია საკმაოდ მომთხოვნი და მკაცრია. თავად აღნიშნავს, რომ ხშირად უხეში ხდება.

ყველა ახალი ამბავი
0