Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ყველაფერი ასე როგორ გიხდება?!“-ლელა წურწუმიამ იმიჯი რადიკალურად შეიცვალა

© Photo: Lela Tsurtsumia / FBლელა წურწუმია
ლელა წურწუმია - Sputnik საქართველო
გამოწერა
ქართველი პოპ-დივა ექსპერიმენტებს არ უშინდება. მისი გარეგნობა აღტაცებას იწვევს. ენერგიულმა შემსრულებელმა ახალი იმიჯი მოირგო. ნახეთ როგორ გამოიყურება 50 წლის მომღერალი

ლელა წურწუმია წლებია პოპულარობით სარგებლობს. დამახასიათებელი ტემბრი და განსაკუთრებული იუმორის გრძნობა მომღერალს უფრო და უფრო ცნობადს ხდის. მისი ვიდეოები სოციალურ ქსელსა და ტელევიზიებში აქტიურად ვრცელდება. მომღერალის სოლო კონცერტებს, განურჩევლივ ასაკისა და გემოვნებისა, უამრავი ადამიანი ესწრება. კახა მამულაშვილი, პოპ-დივას მეუღლე და პროდიუსერი 90- იანი წლებიდან უდგას გვერდში. მათ ერთად არაერთი ჰიტი შექმნეს. აღსანიშნავია, რომ ლელა წურწუმიას 4 ოქტომბერს ჩატარებულ კონცერტს უამრავი ახალგაზრდა ესწრებოდა. „მამულიჩა“ ცოლის კონცერტის ვიდეოებს აქტიურად აქვეყნებდა.

სატელევიზიო სახე და ქართული შოუ-ბიზნესის ქართველი ვარსკვლავი ტელეწამყვანი გახდა. გარდა იმისა, რომ ლელა სოციალურ თემებს სხვადასხვა ეთერებში განიხილავს, მისი ანეგდოტები ინტერნეტში ვირუსულად ვრცელდება. წურწუმიას დახვეწილი მანერები, შესრულების მანერა მაყურებლებს ტელეეკრანებთან იპყრობს. რეიტინგითაც გამოირჩევა და სასურველი სტუმარია.

ლელა წურწუმია რადიკალურ ცვლილებებს არ უშინდება. მისი სტილი აღფრთოვანებას იწვევს. კომენტარებში ბევრი ქალბატონი და მამაკაცი ეხმაურება მის ექსპერიმენტებს- როგორც ჩაცმულობა, ასევე მაკიაჟი მუდამ გამორჩეული და დახვეწილი მაქვს. „ქალი სასწაული“; „ძალიან თბილი და სასიამოვნო მზერა გაქვთ, მიყვარხართ...“; „უბერებელი და ულამაზესი ხარ“- ასე ეხმაურებიან თაყვანისმცემლები მომღერალს.

ყველა ახალი ამბავი
0