Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„შევეცადოთ, რომ ერთმანეთს სული არ დავუბინძუროთ“ – სალომე კორკოტაშვილი მამას უპირისპირდება

© photo: SALIO / FBსალომე კორკოტაშვილი
სალომე კორკოტაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
8 ნოემბერს ფილმის საპრემიერო ჩვენებას თბილისსა და ბათუმში არეულობა მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა დედაქალაქში, სამი კი ბათუმში.

თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. მომღერალი სალომე კორკოტაშვილი, რომელიც სკანდალური ფილმის წინააღმდეგ კინოთეატრებთან მიმდინარე აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორის გია კორკოტაშვილის შვილია, ფილმს „და ჩვენ ვიცეკვეთ“ წარმატებას უსურვებს.

საპროტესტო აქცია კინოთეატრ „ამირანთან“ - Sputnik საქართველო
ანა სუბელიანზე თავდასხმის ფაქტზე დაკავებულ პირს ბრალი წაუყენეს

„მინდა წარმატება ვუსურვო ამ ფილმს, Love is in the air. Good luck guys. აგრესია ხელს შეგვიშლის ყველაფერში და შევეცადოთ, რომ ერთმანეთს სული არ დავუბინძუროთ ნაგვის ყუთივით. Game of thrones არ მქონდა ნანახი და გუშინ პირდაპირ ეთერში ვნახე ყველა სერია, მგონი შევძლებთ მშვიდ ქვეყანაში ცხოვრებას, მიყვარხართ“, – წერს მუსიკოსი.

8 ნოემბერს ფილმის საპრემიერო ჩვენებას თბილისსა და ბათუმში არეულობა მოჰყვა, რა დროსაც პოლიციამ 25 ადამიანი დააკავა დედაქალაქში, სამი კი ბათუმში.

„და ჩვენ ვიცეკვეთ“ – ქართულ-შვედური ფილმია, რომელიც შვედეთმა „ოსკარის“ პრეტენდენტად დაასახელა. ფილმი არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ფილმი მოგვითხრობს ახალგაზრდა მოცეკვავე მერაბის შესახებ, რომელიც რადიკალურად იცვლება მას შემდეგ, რაც თავისი ამბიციური მეტოქე ირაკლი შეუყვარდება.

ლევან გელბახიანი - Sputnik საქართველო
„და ჩვენ ვიცეკვეთ“: მთავარი როლის შემსრულებელი ევროპის კინოაკადემიის ჯილდოზეა წარდგენილი

ფილმის პრემიერა წელს კანის ფესტივალზე გაიმართა. ფილმი კინოფესტივალის Director's Fortnight-ში, ანუ 25 ფილმში მოხვდა და კანის კინოფესტივალის 10 საუკეთესო ფილმს შორის მეშვიდე ადგილზე გავიდა. ამერიკულმა ჟურნალმა W-მ 2019 წლის კანის კინოფესტივალის 15 ვარსკვლავი დაასახელა, რომელთა შორის ქართველი მსახიობი ლევან გელბახიანიც მოხვდა.

მთავარი როლის შემსრულებელი ლევან გელბახიანი კანის ფესტივალის „გამაოგნებლად ნიჭიერთა" ნუსხაში შეიყვანეს ისეთი მსახიობების გვერდით, როგორებიც არიან ანტონიო ბანდერასი, უილიამ დეფო, რობერტ პატინსონი.

ყველა ახალი ამბავი
0