Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ნახეთ როგორ ცხოვრობს ანუკი არეშიძის ძმა ულამაზეს მეუღლესთან ერთად – ფოტოები

© Photo: Mari Panjavidze / FBგიორგი არეშიძე და მარი ფანჯავიძე
გიორგი არეშიძე და მარი ფანჯავიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ასეთი სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ იყო, თუმცა დიდმა სიყვარულმა ეს ნაბიჯი გადაადგმევინა.

თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა საქალაქო სამსახურის ყოფილი უფროსის გიორგი არეშიძის რჩეული მარიამ ფანჯავიძეა, რომელიც 18 წლის ასაკში გათხოვდა, როცა საქართველოს უნივერსიტეტის ბიზნეს-ადმინისტრირების ფაკულტეტის პირველი კურსის სტუდენტი იყო.

წყვილმა ერთმანეთი დაქორწინებამდე ორი წლით ადრე, 9 აპრილის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე გაიცნო. მარიამი მაშინ მთაწმინდაზე ცხოვრობდა და მშვიდობიან მსვლელობას როგორც მოხალისე, ისე შეუერთდა. გიორგიმ აღიარა, რომ მარიამით პირველივე წუთებიდან მოიხიბლა, ნაცნობობა რომანში გადაიზარდა და გაცნობიდან რვა თვეში დაინიშნენ, ხოლო სამი თვის შემდეგ ჯვარიც დაიწერეს.

მარიამი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობდა, რომ ასეთი სერიოზული ურთიერთობისთვის მზად არ იყო, თუმცა დიდმა სიყვარულმა ეს ნაბიჯი გადაადგმევინა. სწორედ სიყვარულის წყალობით მარტივად გადალახეს ის სირთულეები, რასაც ყველა ახალდაქორწინებული წყვილი აწყდება. ახალგაზრდა მშობლები ამბობენ, რომ პატარა დემეტრეს დაბადების შემდეგ მათი ცხოვრება რადიკალურად შეიცვალა და უფრო საინტერესო გახდა.

„გიორგი, რთული სამუშაო გრაფიკის მიუხედავად, ცდილობს ყურადღება არ მოგვაკლოს. თუ გიორგის გამოსვლას უარყოფითი კომენტარები მოჰყვება, სულ ვამხნევებ და ვურჩევ, არ განიცადოს და მაქსიმალურად ჩაერთოს თავის საქმეში და ხალხს საქმით აჩვენოს“, – ამბობდა მარიამი.

დი­ზა­ი­ნე­რი­სა და მო­დე­ლის ანუ­კი არე­ში­ძის ძმა გი­ორ­გი არე­ში­ძე 2013 წლის სექტემბერში და­ქორ­წინ­და. ახალ­შე­უღ­ლე­ბუ­ლე­ბის ჯვრის­წე­რის ამ­სახ­ვე­ლი ფო­ტო­ე­ბი თავის დროზე ანუკი არეშიძემ სო­ცი­ა­ლურ ქსელ „ფე­ის­ბუქ­ში“ გა­მო­აქ­ვეყ­ნა.

რო­გორც ფო­ტო­ე­ბი­დან ჩანდა, წყვილ­მა მოკ­რძა­ლე­ბუ­ლი ცე­რე­მო­ნია გა­და­ი­ხა­და და ჯვრის­წე­რას მხო­ლოდ ოჯა­ხის წევ­რე­ბი და ახ­ლობ­ლე­ბი ეს­წრე­ბოდ­ნენ. ქორწილში ანუ­კი არე­ში­ძე ორსულად იყო. მაშინ ენერ­გე­ტი­კის მი­ნის­ტრი კახი კა­ლა­ძე და მისი მე­უღ­ლე მე­სა­მე შვილს ელო­დე­ბოდნენ.

გიორგი არეშიძე ახლა კერძო ბიზნესშია, თუმცა წლების წინ თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობა დაიკავა. მას შემდეგ, რაც მერიიდან გამოთხოვილი დოკუმენტების საფუძველზე არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიატორმა“ არეშიძე დიდი რაოდენობით საბიუჯეტო თანხის გაფლანგვასა და მითვისებაში დაადანაშაულა, მაშინ ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ ცოლისძმას თანამდებობის დატოვებისკენ მოუწოდა.

„მე როგორც მეგობარს, როგორც ახლობელ ადამიანს მივცემდი რჩევას, რომ მას თანამდებობა დაეტოვებინა. მის დანიშვნაში მე მონაწილეობა არ მიმიღია. მე ამის უფლება არ მქონდა. მე ამ რჩევას ვაძლევ როგორც მეგობარს. რას იზამს, ცუდი ნათესავი ჰყავს გიორგის“, – თქვა მაშინ კალაძემ.

ამჟამად წყვილს ორი ვაჟი ჰყავს. მეორე ვაჟი მარიამს ცოტა ხნის წინ ეყოლა და ის გარეგნობით ძალიან ჰგავს ანუკი არეშიძისა და კახა კალაძის ვაჟებს.

ყველა ახალი ამბავი
0