რატომ გადაიდო თბილისში ჰელოუინის ფესტივალი

© photo: Alibi Arena / FBჰელოუინი თბილისში
ჰელოუინი თბილისში - Sputnik საქართველო
გამოწერა
დღესასწაულზე სტუმრებს იდუმალებით მოცული ღამე ელოდებოდათ – ორგანიზატორები პირობას დებდნენ, რომ იქნებოდა „მოჩვენებების ცირკი“, „ცოცხლების სასაფლაო“ და „მკვდრების ქალაქი“.

თბილისი, 1 ნოემბერი — Sputnik. ჰელოუინის ფესტივალი, რომელიც თბილისში 1 ნოემბრის საღამოს უნდა ჩატარებულიყო, ამინდის გაუარესების გამო გადაიდო, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" ღონისძიების ორგანიზატორებმა.

დედაქალაქში პარასკევს სინოპტიკოსები ნალექს პროგნოზირებენ.

„ფესტივალი უამინდობის გამო შემდეგ შაბათს, 9 ნოემბერს გადავიტანეთ. Alibi Arena ღია ტერიტორიაა და წვიმის შემთხვევაში სტუმრები დასველდებიან", – განაცხადა ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

როგორც უფრო ადრე იყო დაანონსებული, ფესტივალის „სპეციალური სტუმრები" უნდა ყოფილიყვნენ საშინელებათა ცნობილი ფილმების მთავარი გმირები: მანიაკი და მკვლელი ჯეისონ ვურჰიზი, დაუნდობელი ფრედი კრიუგერი, დაწყევლილი თოჯინა „ანაბელი" და სხვები.

საღამოზე ასევე უნდა გამოსულიყვნენ ერეკლე დეისაძე, ჯგუფი „არა" და „მარტივი გამოსავალი". ელექტრონულ მუსიკას შეასრულებდნენ დიჯეები Kote Japaridze, Toke, Embrrray და სხვ.

როგორც ორგანიზატორები აღნიშნავენ, სასურველია, სტუმრებმა დაიცვან დრეს-კოდი. საღამოს ავტორები სუსტი ფსიქიკის მქონე ადამიანებს სთხოვენ ფესტივალზე მისვლისგან თავი შეიკავონ.

ჰელოუინის ფესტივალზე, რომელიც, სავარაუდოდ, ისევ Alibi Arena-ზე გაიმართება, სტუმრობის მსურველებს უფასო ტრანსპორტს შესთავაზებენ – ავტობუსები ორთაჭალის ავტოსადგურიდან იმოძრავებენ.

ყველა ახალი ამბავი
0