„გადამერია კატა მოსამართლეთა მოსმენების შემყურე...“ – დეპუტატი მხიარულ ფოტოს აქვეყნებს

© photo: Roman Gotsiridze / FBრომან გოცირიძე
რომან გოცირიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
რომან გოცირიძე მოსამართლეთა მოსმენის პროცესს სოციალურ ქსელში ეხმაურება და კატის ფოტოს აქვეყნებს, რომელიც, როგორც ჩანს, პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს აქტიურად ადევნებს თვალს.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე რომან გოცირიძე პარლამენტში მოსამართლეთა მოსმენის პროცესს სოციალურ ქსელში მხიარული ფოტოთი ეხმაურება.

როგორც დეპუტატი წერს, მოსამართლეთა მოსმენების შემყურე, მისი კატა გადარეულია.

23 სექტემბერს პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა დაიწყო. პარლამენტში შექმნილია სამუშაო ჯგუფი, რომლის ფარგლებში იმართება შეხვედრები თითოეულ კანდიდატთან. ამ ეტაპზე მოსამართლეების ნაწილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უსმენენ, ნაწილს – პლენარულ სხდომაზე.

აუქციონი - Sputnik საქართველო
საქართველოს უზენაეს სასამართლოში მოსამართლეთა უკმარისობის პრობლემა გადაიჭრება

20-კაციანი სია იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 4 სექტემბერს დაამტკიცა. სიაში აღმოჩნდა ის ხუთი „სადავო“ მოსამართლეც, რომელიც პარლამენტში დეკემბერში წარდგენილ 10-კაციან სიაში იყო, მათ შორის – გიორგი მიქაუტაძე, ნინო ქადაგიძე, პაატა სილაგაძე, მერაბ გაბინაშვილი, თამარ ალანია. წინა სია მმართველ პარტიაში განხეთქილების, ოპოზიციასა და არასამთავრობო ორგანიზაციებში კი პროტესტის მიზეზი გახდა.

შერჩეული 20 კანდიდატიდან უმრავლესობას მრავალწლიანი სამოსამართლეო გამოცდილება აქვს, ორი პროკურორია, ერთი კი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს დამოუკიდებელი ინსპექტორი.

ყველა ახალი ამბავი
0