განათლების სამინისტრო 2020 წლიდან მოსწავლეთა შეფასების ახალ მოდელს ნერგავს

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიგაკვეთილი სკოლაში
გაკვეთილი სკოლაში - Sputnik საქართველო
გამოწერა
განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული პროექტის წყალობით სკოლებს შესაძლებლობა ექნებათ, რომ საკუთარი მოსწავლეების პროგრესს მიადევნონ თვალი.

თბილისი, 29 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს სკოლებში მეოთხე და მეექვსე კლასების მოსწავლეებისთვის 2020 წლიდან განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს საპილოტე პროექტი იწყება, ნათქვამია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში Facebook-გვერდზე.

პრესტიჟი და კარგი ხელფასი – განათლების სამინისტრო პედაგოგებისთვის ახალ პროგრამას ნერგავს>>

პროექტს ეწოდება „შეფასება განვითარებისთვის" და გულისხმობს მოსწავლეების ტესტირებას ქართულ ენაში, ლიტერატურაში და მათემატიკაში ონლაინ-პლატფორმის საშუალებით.

საწყის ეტაპზე პროექტში ქართული სკოლების დაახლოებით 200 მოსწავლე ჩაერთვება.

მომზადება სკოლისთვის - Sputnik საქართველო
განათლების სამინისტრო სკოლის სახელმძღვანელოების სრულყოფას აპირებს

ავტორთა ჩანაფიქრით, ახალი პროექტი სკოლებს საშუალებას მისცემს, დააკვირდნენ სასწავლო პროცესის განვითარების ტენდენციებს, თან როგორც ცალკეული კლასის, ისე მთლიანად სკოლის.

განათლების სამინისტროში აცხადებენ, რომ მიღებული შედეგების ანალიზი პედაგოგებს დაეხმარება, თვალი მიადევნონ მოსწავლეების განვითარებას და დროულად გაიგონ, რა პრობლემები აქვთ მათ სწავლის პროცესში. გარდა ამისა, ამგვარი ტესტირება დაეხმარება მშობლებსაც, რომლებიც შეძლებენ საკუთარი შვილების წარმატებების შესახებ ინფორმაცია მიიღონ. ისინი ამგვარი სახით აქტიურად იქნებიან ჩართული სასწავლო პროცესში.

პროექტის ტესტირების შედეგები მოსწავლეების წლიურ შეფასებაზე არ აისახება, აღნიშნავენ სამინისტროში.

საქართველოს განათლებას ციფრული ტრანსფორმაცია ელოდება>>

ელექტრონული პლატფორმის ექსპერიმენტული გამოცდა 2020 წლის დაწყებამდეა დაგეგმილი, ხოლო პროექტის პილოტირება გაზაფხულიდან დაიწყება. არ არის გამორიცხული, რომ მომავალში პროექტში მეათეკლასელებიც ჩაერთონ.

საქართველოში ამჟამად განათლების სისტემის მასშტაბური რეფორმა მიმდინარეობს. ექსპერტებმა რეფორმის ათი პაკეტი მოამზადეს, რომლებიც ყველა მიმართულებას მოიცავს. რეფორმა ოთხ წელიწადს გაგრძელდება. ის მიმართულია იმისკენ, რომ საქართველო საგანმანათლებლო ცენტრად და რეგიონში ლიდერად გადაიქცეს.

ყველა ახალი ამბავი
0