,,დედა გარდაიცვალა”: ქალი, რომლის გადასარჩენად შვილები „ტაქსაობდნენ", გარდაიცვალა

© Sputnik / STRINGERკლინიკის პალატა
კლინიკის პალატა - Sputnik საქართველო
გამოწერა
54 წლის ქალი თურქეთში, თურქეთის Florence Nightingale Istanbul- ის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს.

 

 თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. სიმსივნით დაავადებული მაია ქართველიშვილი, რომ­ლის გა­და­სარ­ჩე­ნა­დაც შვი­ლე­ბი თბი­ლის­ში ტაქ­სის მძღოლობით აგროვებდნენ თანხას, გარ­და­იც­ვა­ლა, ამის შესახებ გარდაცვლილის ერთ-ერთმა შვილმა, ნიკა ქართველიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

„მეგობრებო, დედა გარდაიცვალა. ძალიან დიდი მადლობა ყველას თანადგომისთვის, გამხნევებისთვის, იმისთვის, რომ დედამ იმედით იცოცხლა ეს პერიოდი. მადლობა ყველას, ყველანი გვიყვარხართ”, – წერს ქართველიშვილი. 

როგორც ცნობილია, 54 წლის ქალი თურქეთში, Florence Nightingale Istanbul- ის კლინიკაში გადიოდა მკურნალობის კურსს. მას სიცოცხლის გადასარჩენად მაღალდოზირებული ქიმიის კურსი და ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია სჭირდებოდა, რაც 150 ათასი  დოლარი ღირს. ამ თანხის შესაგროვებლად ოჯახს საკმარისი სახსრები არ გააჩნდა, ამიტომაც ძმებმა დედის დასახმარებლად „ტაქსაობა“ გადაწყვიტეს.

 ნიკა ქართველიშვილმა და მისმა ძმამ დედის დასახმარებლად ძველი ავტომობილი დაასტიკერეს, ტაქსის ტრაფარეტი იყიდეს და ამ გზით ცდილობდნენ სამკურნალოდ საჭირო თანხის შეგროვებას. ოჯახისთვის გახსნილი იყო საქველმოქმედო ანგარიშიც.

ყველა ახალი ამბავი
0