აფეთქება გურამიშვილზე: მოსახლეობა საცხოვრებელ კორპუსში ბრუნდება

© Sputnik / Alexander Imedashviliაფეთქება გურამიშვილის გამზირზე
აფეთქება გურამიშვილის გამზირზე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ამ დროისთვის, დაზარალებული ოჯახების უმეტესობა სასტუმროში ცხოვრობს

 

თბილისი, 25 ოქტომბერი - Sputnik. გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზიანებულ კორპუსში მოქალაქეების შეყვანა ორშაბათიდან დაიწყება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

ძლიერი აფეთქება მეტროსადგურ „ღრმაღელესთან“  16-სართულიანი კორპუსის მეოთხე სართულზე 19 ოქტომბერს  მოხდა. სავარაუდოდ, აფეთქების მიზეზი ბუნებრივი აირის გაჟონვა გახდა. 

აფეთქება გურამიშვილის გამზირზე - Sputnik საქართველო
კალაძე გურამიშვილის გამზირზე აფეთქების შედეგად დაზარალებულებს შეხვდა

გაზგამანაწილებელ კომპანიაში აცხადებენ, რომ აღნიშნულ ბინაში სახიფათო გაზდანადგარი კუსტარულად იყო დამონტაჟებული, რის შესახებაც ბინის მფლობელი რამდენჯერმე იყო გაფრთხილებული.

 ნაძალადევის რაიონის გამგებლის, ირაკლი ხელაძის განცხადებით,  ექსპერტიზის დასკვნის მიღების შემდეგ, პირველ ეტაპზე საკუთარ სახლებში ის მაცხოვრებლები დაბრუნდებიან, რომელთა სახლებიც უმნიშვნელოდ დაზიანდა. ხოლო რაც შეეხება კორპუსის იმ მონაკვეთს, სადაც აფეთქების ეპიცენტრი იყო, კერძოდ, მესამე, მეოთხე და მეხუთე  სართულის მაცხოვრებლებს, გამგებლის თქმით, მათი ხანგრძლივი პერიოდით ქირით დაბინავებას უზრუნველყოფენ.

ამ დროისთვის, დაზარალებული ოჯახების უმეტესობა სასტუმროში ცხოვრობს. კორპუსის სრულად აღდგენამდე ქირით ცხოვრება 15-მდე ოჯახს მოუწევს.

აფეთქების შედეგად სხეულის დაზიანებები რამდენიმე ადამიანმა მიიღო, მათ შორის ერთ-ერთი, 39 წლის მამაკაცი, რომლის სახლშიც გაზი აფეთქდა, შოკური მდგომარეობიდან ვერ გამოდის. გავრცელებული ინფორმაციით, დაზარალებულს სხეულის 60% აქვს დამწვარი. ის ხეჩინაშვილის კლინიკაში მკურნალობის კურსს გადის.



ყველა ახალი ამბავი
0