„გეოგრაფიული კარნახი" საქართველოში: როგორ და სად მივიღოთ მონაწილეობა

© Sputnik / STRINGERთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო
გამოწერა
თბილისელებს გეოგრაფიაში თავისი ცოდნის შემოწმების შესანიშნავი შანსი ეძლევათ.

თბილისი, 24 ოქტომბერი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობას შეუძლია თავისი ცოდნა შეამოწმოს გეოგრაფიაში. ამისთვის შეუძლია მონაწილეობა მიიღოს საერთაშორისო საგანმანათლებლო აქციაში „გეოგრაფიული კარნახი", რომელიც თბილისში 27 ოქტომბერს, კვირას გაიმართა, აცნობეს „Sputnik-საქართველოს" საერთაშორისო კულტურულ-საგანმანათლებლო კავშირ „რუსკი კლუბში" (Русский клуб, „რუსული კლუბი“).

საქართველოს გეოგრაფიული რეკორდები>>

„გეოგრაფიული კარნახი" მასშტაბური საგანმანათლებლო აქციაა, რომლის ინიციატორია რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი. ღონისძიებას რუსეთის გეოგრაფიული საზოგადოება (დაარსდა 1845 წელს) უკვე მეხუთედ ატარებს.

პროექტის მიზანია გეოგრაფიული ცოდნის პოპულარიზება და მოსახლეობის ინტერესის გაზრდა გეოგრაფიის მიმართ.

ტრადიციულად, კარნახი გაიმართება როგორც სპეციალურად ორგანიზებულ ადგილებზე, ისე ონლაინ, პროექტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე.

ქეთი მგალობლიშვილი - Sputnik საქართველო
იციან თუ არა სკოლის მოსწავლეებმა კომპასის გამოყენება

როგორც „რუსკი კლუბში" აღნიშნავენ. კარნახი თბილისში სასტუმრო Citadines-ის (თავისუფლების მოედანი, 4) საკონფერენციო დარბაზში ჩატარდება. ღონისძიება თბილისის დროით 12:00 საათზე დაიწყება. ტესტის ხანგრძლივობაა 45 წუთი.

მონაწილეთა რეგისტრაცია შესაძლებელია უშუალოდ აქციის ადგილზე, ან წინასწარ, ტელეფონით (ელენა გალაშევსკაია, ტელეფონი +995593333673).

ჩვეულებრივ, კარნახის ოთხი ვარიანტი დგება: ერთი – რუსეთისა და საზღვარგარეთის ქვეყნების ტერიტორიებზე ჩასატარებლად, ერთი – მხედველობადაქვეითებული პირებისთვის, ერთი – კარნახის ონლაინ ჩასატარებლად და ერთიც – საჩვენებელი ვარიანტი. ყველა ვარიანტი ორ ენაზეა მოცემული – რუსულად და ინგლისურად.

„კარნახის თითოეული ვარიანტი ორ ნაწილად დაყოფილი 40 კითხვისგან შედგება და სირთულის დონით განსხვავდება ერთმანეთისგან. პირველი ნაწილი მარტივი დონისაა, ე.წ. გეოგრაფიული ლიკბეზი, და 10 კითხვისგან შედგება. შედგენილია საზოგადოდ ცნობილი ფაქტებისგან გეოგრაფიის სფეროდან. მეორე ნაწილი 30 კითხვისგან შედგება და მოითხოვს ხატოვან აზროვნებას, სისტემურ ლოგიკასა და ერუდიციას", – აღნიშნავენ „რუსკი კლუბში".

გამოვიდა წიგნი „საქართველოს ბუნების 100 საოცრება">>

აქციის მასშტაბი ყოველწლიურად იზრდება. 2018 წელს „გეოგრაფიული კარნახი" დაწერეს 99 ქვეყანაში 3910 ლოკაციაზე, მაშინ, როდესაც 2017 წელს ეს მაჩვენებლები იყო 25 ქვეყანა და 2224 ლოკაცია.

ყველა ახალი ამბავი
0