Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

ფემინისტი ირინა ტორონჯაძე „იუმორინას“ მსახიობზე დაქორწინდა – ნახეთ ვინაა ქალის რჩეული

© Photo: Irina Toronjadze / FBირინა ტორონჯაძე
ირინა ტორონჯაძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ფოტოებში ირინას წამოზრდილი მუცელი ეტყობა. როგორც ჩანს, წყვილი პატარას ელოდება.

უცხოურ და ქართულ მედიაბაზარზე რეიტინგზე აგებული გადაცემები სკანდალებითა და ეპატაჟითაა მოცული. რამდენიმე წელია ქართულ ტელეახრხებზე ირინა ტორონჯაძე დიდი პოპულარობით სარგებლობს. მის ხმაურიან წინადადებებსა და განცხადებებს ბევრი ადამიანი იზიარებს. ამიტომ ოთხი წლის წინ ირინამ საკუთარი ბლოგი დააარსა. უფლებადამცველმა პირად გვერდს „ეგოცენტრული წითელქუდა“ დაარქვა. მისმა ნაწერებმა დიდი ხმაური გამოიწვია და უამრავი ქალბატონი გააერთიანა.

აღსანიშნავია, რომ ქალთა უფლებების დაცვამდე ირინამ დიდი პროფესიული კარიერა აიწყო. ბევრმა არ იცის, რომ ხმაურიანი ქალბატონი თბილისის სამედიცინო უნივერსიტეტის სამკურნალო ფაკულტეტის კურსდამთავრებულია. მას მაგისტრის ხარისხიც მიანიჭეს. 2010 წელს ლექსების კრებული გამოაქვეყნა სახელწოდებით „მძიმეა საფუძველი მსუბუქისა“. მიუხედავად იმისა, რომ ირინა ქალთა უფლებებს იცავს, მას ბევრი ადამიანი უპირისპირდება. საზოგადოების წევრები, ცნობილი სახეები, პოლიტიკოსები – არ არსებობს პროფესია და ადამიანი, ვისთანაც ირინა არ კამათობს. ტელეგადაცემებში აქტუალური სტუმარი საზოგადოების გარკვეული წევრების ქალების სიძლიერეში დარწმუნებას ცდილობს. ხშირად მის მონათხრობს აგრესიულად აღიქვამენ და კრიტიკა არ წყდება.

ამჯერად სოციალურ ქსელში ირინა ტორონჯაძემ საკუთარი დაქორწინების შესახებ დაწერა. მისი რჩეული საზოგადოებისთვის ნაცნობი მუსიკოსი, „იუმორინას“ მსახიობი, „ქუჩის მუსიკოსების“ წევრი ლევან სამყურაშვილი გახდა. ირინა ტორონჯაძეს მასმედიასთან ვრცელი კომენტარი არ გაუკეთებია, მაგრამ აშკარაა, რომ სასურველი მამაკაცი და ცხოვრების მეგზური იპოვა.

ინტერვიუებში ირინა აცხადებდა, რომ გვერდით 10-15 სანტიმეტრით მაღალი, ტანადი, ათლეტური გარეგნობის მამაკაცი ეყოლება. აღნიშნავდა, რომ გრძელცხვირიანი მამაკაცები არ მოსწონს. „კარგად უნდა იცვამდეს და კაცური იყოს“, – ამბობდა ქალთა უფლებადამცველი. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული ფოტოებით თუ ვიმსჯელებთ, ირინამ მცირე დროში ნამდვილი პრინცი იპოვა. ფოტოებში ირინას წამოზრდილი მუცელიც ეტყობა. როგორც ჩანს, წყვილი პატარას ელოდება.

ყველა ახალი ამბავი
0