Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„საქართველოს დედოფლობა მოგიხდებოდა“ – თაკო ნაცვლიშვილი საცურაო კოსტიუმში გამოჩნდა

© Photo: Tako Natsvlishvili / FBთაკო ნაცვლიშვილი
თაკო ნაცვლიშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
21 წლის მოდელმა იუბილე ოქტომბრის დასაწყისში აღნიშნა. დაუვიწყარი წვეულება თაკომ თბილისში მეგობრების წრეში გაატარა, სადაც მისი შეყვარებულიც გამოჩნდა. თაკოს რამდენიმე ქალაქში უწევს ცხოვრება. ყველაზე იშვიათად ის თბილისში ჩნდება.

თაკო ნაცვლიშვილი და მისი ოჯახი დიდი პოპულარობით გამოირჩევა. წარმატებული ქართველი მოდელი წამყვანი დიზაინერების ჩვენებებზე ფურორით გამოდის. მისი ცეცხლოვანი თვალები და პოდიუმზე კატისებური ნაბიჯები მოდის მოყვარულებს ატყვევებს. თაკოს წარმატება სულ ცოტა ხნის წინ დაიწყო, როდესაც სკოლის დამთავრების შემდეგ ევროპული მოდის სახლების სტუმრობას შეეჩვია. კასტინგებზე გასულ თაკოს უმართლებს და ის იტალიასა და საფრანგეთში თანაბარი წარმატებით გამოდის.

აღსანიშნავია, რომ თაკომ მაისში სასიხარულო ამბავი გვამცნო. ქართველი მოდელი და ოსკაროსანი მსახიობი ჯულია რობერტსი იტალიური ბრენდის „კალცედონიას“ რეკლამაში ერთად გადაიღეს. გამოქვეყნებულ ვიდეოში მხოლოდ თაკო და ჯულია მონაწილეობდნენ. იტალიური ბრენდის რეკლამა მაისში გადაიღეს, მაგრამ ივნისის ბოლოს გამოვიდა და საფრანგეთის მასშტაბით ტრიალებდა. ამის შესახებ თაკოს დედამ ნინო ცქიტიშვილმა დაწერა, რომელიც  სამოდელო სააგენტო LOOK MODELS MANAGMENT-ის დამფუძნებელია.

თაკო ნაცვლიშვილს სამი და-ძმა ჰყავს. კალათბურთელის და მოდელის ქალიშვილი დიდი წარმატებით სარგებლობს, მაგრამ მისი დედმამიშვილებიც განსხვავებული გარეგნობით გამოირჩევიან. თაკო ნაცვლიშვილის საუცხოო გარეგნობა უამრავი ადამიანის მზერას იპყრობს. მან მოკლე დროში სახელი გაითქვა და ახლა თაკოს დედოფალს ადარებენ. სოციალური ქსელის უცხოელი და ქართველი მომხმარებლები თაკოს იმიჯით აღფრთოვანებას არ წყვეტენ. ერთ-ერთმა მომხმარებელმა თაკოს დედოფლობა „შესთავაზა“, აღნიშნა, რომ მოდელს საქართველოს დედოფლობა დაამშვენებდა.

ყველა ახალი ამბავი
0