Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„აბა თქვი ხოჭო...“ – რუსკა მაყაშვილის პატარა ვაჟის სასაცილო ვიდეო სოციალურ ქსელს იპყრობს

© Facebook / Ruska Makashviliრუსკა მაყაშვილი
რუსკა მაყაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე მშობლები 2017 წელს გახდნენ. მათ ვაჟი ეყოლათ და ბავშვს ილია დაარქვეს. პატარა ილია ორი წლის არის. აშკარაა, რომ რუსკას ძალიან ჰგავს. ბიჭუნა სახალისო ვიდეოებით, ისევე, როგორც რუსკა თავისი ქარიზმით, ბევრ ადამიანს სიცილს ჩუქნის.

რუსკა მაყაშვილი პირად ურთიერთობებზე, განსაკუთრებით, სანდრო ნიჟარაძეზე არასდროს საუბრობს. წლების მანძილზე სანდრო და რუსკა ერთად იყვნენ, პირად ცხოვრებას აშენებდნენ, მაგრამ ამის შესახებ არავინ არაფერი იცოდა. ყველასთვის საყვარელი მსახიობი რუსკა მაყაშვილი 2015 წელს დაოჯახდა. ტელეწამყვანი მოკრძალებული პოსტით შემოიფარგლა და თაყვანისმცემლებს მეუღლე სოციალური ქსელით გააცნო.

რუსკა მაყაშვილი და მორაგბე სანდრო ნიჟარაძე ერთმანეთს ორი წელი ხვდებოდნენ. ჯერ კიდევ 2013 წლის ზაფხულში დადიოდა ხმები მათი შესაძლო სასიყვარულო რომანის შესახებ. ჭორები კი ბათუმიდან გავრცელდა, სადაც რუსკა და სანდრო ერთად ისვენებდნენ. მაგრამ პოზიტიური რუსკა მასმედიის წარმომადგენლებმა „ვერ  გამოტეხეს“.

ამჯერად ვიდეო საკუთარ Instagram-ზე რუსკა მაყაშვილის დამ ნინუცა მაყაშვილმა გამოაქვეყნა. ნინუცა, რუსკა და მათი შვილები ერთად გატარებულ დროს საჯაროდ ავრცელებენ. მიუხედავად გადატვირთული გრაფიკისა, რუსკა და ნინუცა ვაჟებს დიდ ყურადღებას აქცევენ და უამრავ გასართობს უქმნიან. რუსკამ შვილი წელს ბაღში მიიყვანა. პატარა ილია საუბარს ცდილობს, მაგრამ ჯერ ყველაფერი არ გამოსდის. სიტყვა "ხოჭოს" დამარცვლით ამბობს, მაგრამ ერთად ვერ ახერხებს. ვიდეოს 12 ათასამდე ნახვა და უამრავი სახალისო კომენტარი აქვს.

ყველა ახალი ამბავი
0