„ჩემს შვილებს ჯანმრთელი ვჭირდებიო... სამ საათში რამდენთან შეეძლო ეღალატა ქმრისთვის“

© Pixabay / sasintგოგონა, რომელიც ტირის
გოგონა, რომელიც ტირის - Sputnik საქართველო
გამოწერა
გამოიანგარიშა თეორიულად სამ საათში რამდენთან შეეძლო ეღალატა ემიგრანტ გოგოს.

თბილისი, 23 ოქტომბერი — Sputnik. ემიგრანტი შორენა ბერაძე სოციალურ ქსელში წერს ახალგაზრდა ემიგრანტ ქალზე, რომელსაც საქართველოში დარჩენილი ქმარი აკონტროლებს და აკრძალვებს უწესებს.

ლელუკა ლაშხი - Sputnik საქართველო
ემიგრანტი ქალის წერილები: „ხომ შეიძლება თვალები დავხუჭო და არაფერზე ვიფიქრო”

მისი თქმით, ამ გოგონას შესახებ შემთხვევით გაიგო, როდესაც ავტობუსით მგზავრობდა.

„გვერდზე დამიჯდა გოგო. სავარაუდოდ დივანზე წამოწოლილ ქმარს „სკაიპით“ ელაპარაკებოდა და 40 წუთი უხსნიდა – სამი საათის განმავლობაში რატომ ვერ უპასუხა ტელეფონს. არც გამომწვევად ეცვა, ზედმეტად შეღებილიც არ იყო, რამდენიმე ქალი ახლდა, სავარაუდოდ, მათთან გაატარა ის სამი საათი. სიუჟეტი ცოტა უხერხული იყო, მაგრამ ამ გოგოს სიტყვებმა მომკლა: ხომ აღარ გამოვდივარ ხუთშაბათობით, რომ მითხარი, კვირადღეს რამდენიმე საათი თუ არ გამოვედი გიჟი ბებიასგან, მეც გავგიჟდები, ჩემს შვილებს კი ჯანმრთელი ვჭირდებიო“, – წერს ქალი.

მისი თქმით, გამოიანგარიშა თეორიულად სამ საათში რამდენთან შეეძლო ეღალატა ამ გოგოს.

„წესით, უნდა შერგებოდა კიდეც! ეეჰ! ჩვენ კიდევ გვიკვირს, მოკლაო, კაცოო! სიტყვებით რამდენჯერ მოკლა, მანამდე, ის არ ითვლება, ხომ?” – წერს შორენა ბერაძე.

ყველა ახალი ამბავი
0