Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„რა საშიშად იმზირები“ – გიორგი გასვიანი ცნობილმა ქართველმა კრიტიკის ქარცეცხლში გახვია

© Photo: Giorgi Gasviani / FBგიორგი გასვიანი
გიორგი გასვიანი - Sputnik საქართველო
გამოწერა
მსახიობი და ტელეწამყვანი გიორგი გასვიანი რამდენიმე წელია ტელეეკრანებზე გამოჩნდა, მან საკუთარი იმიჯი თავად შექმნა. სოხუმიდან დევნილი ჟურნალისტი თეატრის მსახიობობას და გადაცემა „სიცრუის დეტექტორის“ წამყვანობას თანაბარი წარმატებით უმკლავდება. ვინ გააკრიტიკა გიორგი გასვიანის დამატყვევებელი მზერა?

გიორგი გასვიანი საზოგადოებამ ჯერ თეატრის სცენიდან მსახიობის რანგში, მოგვიანებით კი პოლიტიკური გადაცემების წამყვანის ამპლუით გაიცნო. პოპულარული ტელესახე სკანდალური განცხადებებით არ გამოირჩევა, მაგრამ მისი გადაცემები მაღალ რეიტინგს სწორედ სკანდალებით იღებდა. კრიტიკული კითხვები, სკანდალური სტუმრები და მძაფრი თემების განხილვა – გიორგი გასვიანის ნიშად იქცა. ყველას კარგად ახსოვს ტელეარხ "იბერიაზე" გადაცემა „ფაბრიკა“, მანამდე „პრიორიტეტის“ წამყვანი იყო. მისი გადაცემები მუდამ ხმაურის ფონზე მიმდინარეობდა. გიორგი გასვიანის ქარიზმატულობა დიდ ყურადღებას იქცევს.

გიორგი გასვიანის ხმის ტემბრმა, მაყურებლებთან უშუალო კონტაქტმა, ინდივიდუალიზმმა მისი წარმატება განაპირობა. ამდენი პლუსის მიუხედავად, გიორგი გასვიანი დაოჯახებული არ არის და არასდროს ყოფილა. აღნიშნავს, რომ ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით, ქალბატონები ეხმაურებიან და ეს არ მოსწონს. ტელეკომპანია „იმედში“ გადასვლის შემდეგ რეიტინგული შოუ "სიცრუის დეტექტორი" ეკრანებს დაუბრუნდა.

გიორგი გასვიანი ნოე სულაბერიძისა და გიორგის ახლო მეგობრის მაკა რაზმაძის მეშვეობით რამდენიმეთვიანი პაუზის შემდეგ ეკრანებს დაუბრუნდა. მაღალრეიტინგული გადაცემის წამყვანი საზოგადოებამ მალე შეიყვარა. ჟურნალისტი სოციალურ ქსელში ბლოგერმა გურამ შეროზიამ გააკრიტიკა. უახლეს ფოტოზე, სადაც გიორგი გასვიანია აღბეჭდილი, შეროზიამ დაუკომენტარა "რა საშიშად იმზერები", რაზეც გიორგიმ უპასუხა – „ფრთხილად!“

ყველა ახალი ამბავი
0