Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მაშო მალე 30-ის გახდება“ – მაკა ჩიჩუა უფროს ქალიშვილთან და თემოსთან ერთად გამოჩნდა

© FB / Giorgi Margvelashviliმაკა ჩიჩუა და პატარა თემო ჭრელი წინდების კამპანიას შეურთდნენ
მაკა ჩიჩუა და პატარა თემო ჭრელი წინდების კამპანიას შეურთდნენ - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ყოფილი პირველი ლედი ერთ-ერთ არაორდინარულ ქალბატონად ითვლება. მაკა ჩიჩუა სხვა პირველი ლედებისგან შემოქმედებითი ნიჭითა და თავისუფლების განსაკუთრებული სიყვარულით გამოირჩევა. ეს თბილისში არსებულ რეზიდენციაში ცხოვრებაზე უარის თქმასა და მთიან ადგილას გადასახლებაშიც გამოჩნდა.

მსახიობი, მხატვარი და მუსიკოსი მაკა ჩიჩუა გიორგი მარგველაშვილთან დაოჯახებამდეც დიდი პოპულარობით სარგებლობდა. განსაკუთრებული პოპულარობა მას მოუტანა ფილმმა „გაიღიმეთ“ (Keep Smiling). ქართული ფილმი 10 ქალზე მოგვითხრობს, რომლებიც დედების კონკურსში მონაწილეობენ. მათ შორის შვიდი ღარიბი ოჯახიდანაა და ისინი ძალებს არ იშურებენ ბინის და 25 ათასი დოლარის მოსაგებად. ერთ-ერთი მთავარი როლი მაკა ჩიჩუას ერგო. ფილმი 2013 წელს გადაიღეს, მაშინ, როდესაც გიორგი მარგველაშვილი მოქმედი პრეზიდენტი იყო. მაკას სექსუალურმა გამოჩენამ ბევრი ადამიანი გააოცა. ფილმის ერთ ეპიზოდში ყველა მსახიობი სცენაზე საცურაო კოსტიუმით გამოვიდა. საზოგადოებამ მაშინ მაკას ქმედება არ მოიწონა.

მაკა ჩიჩუას და გიორგი მარგველაშვილს ორი საერთო შვილი ჰყავთ – თემო და თომა მარგველაშვილები. ყველასათვის ცნობილია, რომ მაკასაც და გიორგისაც პირველი ქორწინებიდან ქალიშვილები ჰყავთ, მაკა ჩიჩუას – მაშო, ხოლო გიორგი მარგველაშვილს – ანა. მასმედიის მეშვებით, რომელიც მათ სახლს ხშირად სტუმრობს, ირკვევა, რომ მარგველაშვილების ოჯახში დიდი და გულანთებული მეგობრული დამოკიდებულება სუფევს.

ყოფილი პირველი ლედის მასმედიასთან გულახდილმა ურთიერთობამ, შშმ პირების დაცვამ, საქველმოქმედო აქციების მოწყობამ მაკა ჩიჩუა საზოგადოებას სხვა კუთხით გააცნო. ცნობილ მსახიობს და გიორგი მარგველაშვილის მეუღლეს უამრავი ჰობი აქვს. მათ შორისაა ყვავილების მოვლა, რასაც მაკა დიდი სიყვარულით მოეკიდა და ყოველ ახალ კოკორს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ჩიჩუას მიერ გამოქვეყნებულ უახლეს ფოტოს ბევრი პოზიტიური კომენტარი მოჰყვა. ეს გასაკვირი არც არის, ვინაიდან შავ-თეთრ სურათზე მაკა ჩიჩუა, მისი ქალიშვილი მაშო და თემო არიან ასახული. ფოტოს აღწერაში მაკა აღნიშნავს, რომ მისი ქალიშვილი სულ მალე 30 წლის გახდება. დედა-შვილი ერთმანეთს ძალიან ჰგავს.

ყველა ახალი ამბავი
0