Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ვაიმე როგორ გგავს, საოცრებაა“ – ევას ახალმა ფოტომ სოციალური ქსელის მომხმარებლები დააბნია

© Photo: Shorena Begashvili / FBშორენა ბეგაშვილი
შორენა ბეგაშვილი - Sputnik საქართველო
გამოწერა
ევა ბარბაქაძის ახალი სურათები სოციალურ ქსელში ელვის სისწრაფით ვრცელდება. თუმცა, ცნობილი დედის ცნობილი ქალიშვილი თავად აქტიურობით არ გამოირჩევა. თაყვანისმცემლები ამბობენ, რომ ევა ბარბაქაძე სილამაზით დედას ჩრდილავს.

შორენა ბეგაშვილი ამბობს, რომ ის და ევა ერთად იზრდებოდნენ. რუსთავში გაზრდილი გოგონა წარმატებისკენ დიდი ნაბიჯებით, მრავალი სირთულის მიუხედავად მიდიოდა. შორენა ხშირად იხსენებს, რომ სკოლაში გაკვეთილებს ორი სამსახურის გამო აცდენდა. დაბრკოლებებმა სექს-სომბოლოდ ქცეული მსახიობი არ შეაშინა და მალე ბეგაშვილი თბილისში კარიერის დასაწყებად ჩამოვიდა.

ცნობილია, რომ შორენას და ევას განსაკუთრებული დედაშვილობა აკავშირებთ. ევას ტრაგიკულმა ისტორიამ მთელი საქართველო შეძრა, რის გამო შორენას ქონების დიდი ნაწილის გაყიდვაც მოუწია. შეგახსენებთ, ულამაზესმა ევამ ხერხემალზე 17 ოპერაცია გადაიტანა. მის შემთხვევას სასწაული უწოდეს თურქმა ექიმებმა, რომლებმაც ის ფეხზე დიდი ძალისხმევის შედეგად დააყენეს.

მშვენიერი შორენა ბეგაშვილი და ულამაზესი ევა ბარბაქაძე საქართველოში ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი დედა-შვილია. ევამ სკოლა წელს დაამთავრა. აქტიური სოციალური ცხოვრება დროებით აბიტურიენტობამ, ახლა კი სტუდენტობამ ჩაანაცვლა. ცნობილი გახდა, თუ სად და რა სპეციალობაზე ჩააბარა სუპერვარსკვლავის ქალიშვილმა. ევამ მომავალი ადამიანის სულს დაუკავშირა. სულ მალე საქართველოს ახალი პროფესიონალი ფსიქოლოგი ეყოლება.

შორენა ბეგაშვილის ერთადერთი ქალიშვილი მალე დედის პოპულარობას დაჩრდილავს. ცნობილი მსახიობის შვილი უამრავ ადამიანს ხიბლავს. მისი თანატოლი ბიჭები ფოტოს კომენტარებში თინეიჯერს გამოხმაურებას, ხოლო შორენას ევას Instagram-ის ან Facebook-ის გასაჯაროებას სთხოვენ. ევას ყოველ ახალ ფოტოს 12 ათასზე მეტი მოწონება აქვს. როგორც ჩანს, გოგონას ცნობილი მსახიობებისა და სატელევიზიო სახეების შვილიშვილები და შვილები ემეგობრებიან. ამჯერად ევას ერთ-ერთმა მეგობარმა ნატალია ყიფშიძესთან ერთად გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა. შორენა ბეგაშვილის გვერდზე ევა დიდი პოპულარობით სარგებლობს.

შორენა ბეგაშვილი Instagram-ზე ევას ახალ ფოტოს აქვეყნებს. გოგონას სურათმა სოციალურ ქსელში დაბნეულობა გამოიწვია, რადგან ევა ძალიან ჰგავს დედას. შორენას ხელმომწერები წერენ, რომ გოგონა შორენა ეგონათ. „აუ ევაა, შორენა შენ მეგონე“, „ვაიმე როგორ გგავს, საოცრებაა“, „ძალიან უხდება ბუნებრივი თმა...“ – წერენ გულშემატკივრები კომენტარებში.

ყველა ახალი ამბავი
0