Праздничное оформление - Sputnik საქართველო
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„მე იმდენი ქმარი მყავდა, ვიღაცას წავართმევდი...“ – ეკა კვალიაშვილის აღიარება

გამოწერა
მომღერალს პირველი ქორწინებიდან შვილი, ასევე მომღერალი ნუკა გვალია ჰყავს.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. მომღერალი ეკა კვალიაშვილი სტუმრად იყო გადაცემაში „სიცრუის დეტექტორი“, სადაც პასუხის გაცემა მოუწია კითხვაზე, წაურთმევია თუ არა სხვა ქალისთვის ქმარი.

სიმართლის დაფიქსირების შემდეგ მომღერალმა თავისი პასუხი განმარტა.

„მე და ჩემი შვილის მამას როცა ერთმანეთი შეგვიყვარდა, ჯერ ვმეგობრობდით, თურმე ამ ადამიანს შევუყვარდი, საბოლოო ჯამში აღმოჩნდა, რომ ამიხსნა სიყვარული. მე სხვა ტრადიციებზე აღზრდილი ვიყავი, მაშინ ცოტა სხვანაირად იყო. ჩემთვის პირველი მამაკაცი, ჩემი ქმარი იყო, წარმოიდგინე… ვიცოდი, რომ ცოლი ჰყავდა და ორი შვილი, მაგრამ თვითონვე მითხრა, იცი, ეკა, სიყვარულს ვეძებ... რაღაცები მელაპარაკა ისე, რომ არარეალიზებული ადამიანი ვარ, შეცდომა დავუშვი და ძალიან მინდა ისეთი ცოლი მყავდეს, ვინც მე მეყვარება... იმას ესე უნდოდა და მეც მიყვარდა“, – განაცხადა კვალიაშვილმა.

კითხვაზე, ეს თუ იყო იმის მიზეზი, რომ ის ცოლს დაშორდა, მომღერალმა უპასუხა: „არა, ჩემს გამო არ დაშორდა ის მეუღლეს, ის საერთოდ ისედაც აპირებდა, მე უბრალოდ გამოვჩნდი, განტევების ვაცი“.

მომღერალს პირველი ქორწინებიდან შვილი, ასევე მომღერალი ნუკა გვალია ჰყავს.

ყველა ახალი ამბავი
0