„3 თვეა ამ ავტოსადგომზე ვმუშაობ“–გაიცანით მარტოხელა დედა, რომელმაც კაცური სამსახური აირჩია

გამოწერა
ქეთი აბდულაევას ქმარი მეუღლეზე ძალადობისთვის რამდენიმე თვის წინ დააკავეს, ქალი 5 წლის შვილს მარტო ზრდის.

თბილისი, 14 ოქტომბერი – Sputnik. სოციალურ ქსელში 38 წლის ქეთი აბდულაევას ისტორია ვრცელდება. ქალი სამი თვეა პეკინზე, ავტოსადგომზე მუშაობს, მანამდე აქ მისი მეუღლე მუშაობდა, რომელიც ციხეში მოხვდა და ქალი იძულებული გახდა ოჯახი ერჩინა.

„სულ სვამდა და მერე აგრესიული ხდებოდა, ამტვრევდა ყველაფერს, რამდენჯერმე ჩემზეც კი გამოიწია. ბოლოს დააკავეს და ახლა იხდის სასჯელს. აქამდე არ ვიცოდი სად მემუშავა, კი ვეძებდი სამსახურს, მაგრამ ვერ ვშოულობდი. 5 წლის შვილი მყავს და იმდენი რამე მჭირდება, ქირაც გადასახადია. ჩემ ქმარს არაფერი შემოჰქონდა სახლში. რასაც შოულობდა, ყველაფერს სასმელში ხარჯავდა. მისი დაკავების მერე ვიფიქრე, რა მოხდებოდა მეც მემუშავა კაცის ადგილზე, რადგან ქალის სამუშაო ადგილი ვერ ვიპოვე“, – ამბობს ქალი.

 

ყველა ახალი ამბავი
0