ჯარიმები წყლის გამაცხელებლის თვითნებურად დამონტაჟებისთვის: შემუშავდა ახალი რეგულაციები

© Sputnik / Vladimir Umikashviliბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები
ბუნებრივ აირზე მომუშავე წყლის გამაცხელებლები - Sputnik საქართველო
გამოწერა
რეგულაციის მიხედვით, მოქალაქეთა ბინების შემოწმება წელიწადში ერთხელ სავალდებულო გახდება

თბილისი, 12 ოქტომბერი - Sputnik. კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მიხედვით, თვითნებურად დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აღმოჩენის შემთხვევაში მოქალაქეს ფულადი ჯარიმა დაეკისრება, განმეორების შემთხვევაში კი თანხა ორმაგდება, იუწყება ტელეკომპანია Rustavi2.

საგანგაშო სტატისტიკა: სექტემბერში 3 ათასამდე აკრძალული გაზდანადგარი ჩაჭრეს >>

კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებების მიზანი თვითნებურად დამონტაჟებული გამათბობლების გამო გამოწვეული უბედური შემთხვევების საგანგაშო სტატისტიკის შეცვლაა. სტატისტიკის თანახმად, უსაფრთხოების ზომები ყველაზე მეტად სამგორისა და ისანი-ვაზისუბნის  რაიონებში ირღვევა.

რა საფრთხეების შემცველია ბუნებრივი აირი - Sputnik საქართველო
რა საფრთხეების შემცველია ბუნებრივი აირი

ახალი რეგულაციები უკვე შემუშავებულია. რეგულაციების გამკაცრება საცხოვრებელი ბინების სავალდებულო შემოწმებას გულისხმობს. ცვლილებები ერთ თვეში ამოქმედება. კანონპროექტის მიხედვით, მოქალაქეებს აკრედიტირებული ინსპექტორები შეამოწმებენ.

რეგულაციის მიხედვით, მოქალაქეთა ბინების შემოწმება წელიწადში ერთხელ სავალდებულო გახდება. ცვლილებები ძალაში 2019 წლის 15 ნოემბრიდან შევა. ჯერჯერობით ჯარიმის ოდენობა განსაზღვრული არ არის.

მომხმარებელთა პასუხისმგებლობაზე ყურადღებას ენერგო ომბუდსმენიც ამახვილებს, რომელიც ახალი რეგულაციების შემუშავებაში აქტიურად იყო ჩართული.

„თბილისი ენერჯი“ თვითნებურად დამონტაჟებული გაზის დანადგარების პრობლემაზე ინფორმაციას მუდმივად ავრცელებს. კომპანიის ბოლო სტატისტიკით სექტემბერში თბილისის საცხოვრებელ ბინებში გაზდანადგარების შემოწმებისას 2918 დარღვევა გამოავლინა. კომპანიის სპეციალისტებმა მიმდინარე წლის სექტემბერში თბილისში, საცხოვრებელ ბინებში კუსტარულად დამონტაჟებული და აკრძალული, ღია კამერიანი გაზგამათბობელი და წყალგამაცხელებელი ჩაჭრეს. როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბინის მეპატრონეთა დიდი ნაწილი, სადაც გაზის დანადგარები ქსელიდან ჩაიხსნა, ერთხელ უკვე იყო გაფრთხილებული.

ჩიტის ბუდე - Sputnik საქართველო
რა საერთო აქვს ბუნებრივ აირს და ჩიტის ბუდეს: „ყაზტრანსგაზ-თბილისი“ მოსახლეობას აფრთხილებს

მიმდინარე წლის დასაწყისში ბუნებრივი აირის გაჟონვის თემა საქართველოში საკმაოდ მტკივნეული გახდა. იანვარში თბილისში, დიდ დიღომში ერთ-ერთ მრავალსართულიან კორპუსში მომხდარი აფეთქების შედეგად ოთხი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის, ოთხი წლის ბავშვი. ასევე იანვრის ბოლოს ისანში CO-ს დაგროვების შედეგად შვიდი ადამიანი გარდაიცვალა, თებერვლის ბოლოს კი ბუნებრივი აირის ნამწვის დაგროვების შედეგად ორი ახალგაზრდა დაიღუპა. ბუნებრივი აირით ინტოქსიკაციის შემთხვევები საქართველოს სხვადასხვა ქალაქში დაფიქსირდა.

ყველა ახალი ამბავი
0